2020 წელს ჯორჯ სოროსმა ჯო ბაიდენის კამპანია ათობით მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, ახლა კი მისი ვაჟი ალექს სოროსი აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ მომავალ წელს კიდევ ერთხელ გახდეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, სოციალურ ქსელ Truth Social-ით ჯორჯ სოროსის შვილს, ალექს სოროსს, გამოწვევა გაუგზავნა, რადგან ერთ-ერთ სტატიაში მითითებული იყო, რომ მილიარდერი ოლიგარქის ვაჟი, რომელიც ახლახან დაინიშნა „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) ხელმძღვანელად, ყველა რესურსს გადაანაწილებს, რათა 2024 წელს ტრამპის მოძრაობა (Make America Great Again (MAGA) დაამარცხოს.
„არ დავუშვებთ, რომ ამ განებივრებულმა პატარა დეგენერატმა გაიმარჯვოს. მამამისი ამერიკაში საოლქო და მთავარ პროკურორებს აკონტროლებს. ისინი ჩვენს ქვეყანას ანადგურებენ. მიტჩ მაკ-კონელი არაფერს აკეთებს და ამით მათ ეხმარება! სირცხვილი რესპუბლიკურ პარტიას. სიმკაცრე გამოიჩინეთ, რესპუბლიკელებო!“, – დაწერა ტრამპმა.
ყოფილი პრეზიდენტი იმ ფაქტს გულისხმობს, რომ ჯორჯ სოროსი მთელ ქვეყანაში უკიდურესად მემარცხენე საოლქო და მთავარი პროკურორების კამპანიებს აფინანსებს. მისი დახმარებით გამარჯვებული პროკურორები ამცირებენ პატიმრობის ვადებს, ათავისუფლებენ მკვლელებს, მოძალადეებს და კანონების აღსრულებას ხელს უშლიან.
უნგრეთში დაბადებულმა ჯორჯ სოროსმა თავისი ბისზნესიმპერიის მმართველობა უმცროს ვაჟს, ალექს სოროსს, გადასცა. ამ უკანასკნელმა „უოლ სთრით ჯურნალისთვის“ (Wall Street Journal) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი კიდევ უფრო მეტ რესურსს გამოყოფს და დიდ ყურადღებას გამოიჩენს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვონ, რადგან „აშფოთებს ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი შეიძლება თეთრ სახლში დაბრუნდეს“.
არაერთი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ალექს სოროსმა უარყო, თითქოს „ღია საზოგადოების ფონდები“ ევროპას ტოვებს. სინამდვილეში მილიარდებით შეიარაღებული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში ყურადღების გაძლიერებას გეგმავს.