ევროკავშირმა 2023 წელს რუსეთისგან 6 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაზი შეისყიდა
რუსული LNG-ის ექსპორტის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში მიდის. ჩინეთის შემდეგ, პირველ სამეულში საფრანგეთი და ესპანეთი არიან.
ევროკავშირის ქვეყნებმა ფაქტობრივად „ჩუმად დააფინანსეს“ ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანა მიმდინარე წელს 6,1 მილიარდი ევროს (5,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგის) ოდენობის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეძენით, − იტყობინება The Telegraph.
„ევროსტატის“ მონაცემებით, რომელიც The Telegraph-მა გამოითხოვა, ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში ესპანეთმა რუსეთს 1.8 მლრდ ევრო გადაუხადა.
ესპანეთის შემდეგ, მეორე უმსხვილესი იმპორტიორი საფრანგეთია, რომელმაც LNG გაზის შესყიდვაში 1.5 მლრდ ევრო გადაიხადა. მას მცირედით ჩამორჩება ბელგია 1.36 მლრდ ევროს ოდენობის განხორციელებული შესყიდვებით.
რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ უკრაინის ისეთი თავგამოდებული მხარდამჭერი ქვეყნებიც, როგორებიცაა ესტონეთი და ლიეტუვა
რუსული საწვავისგან თავის დაღწევის დაპირება შეუსრულებელი აღმოჩნდა.
გაიზარდა სატვირთო გემების რაოდენობა, რომლებსაც გადააქვთ ბუნებრივი გაზი LNG რუსეთიდან ევროპაში.
https://www.telegraph.co.uk/world-news/2023/11/18/eu-sanctions-loophole-russia-gas-putin-moscow/