მთავარი ამბავი

თეთრ სახლსა და კომპანია FTX-ს შორის კავშირის საიდუმლო არხი გამოაშკარავდა, კითხვები ჩნდება ბაიდენის მონაწილეობასთან დაკავშირებით

0

სემ ბენკმან-ფრიდი, რომელიც FTX-ის გარშემო აგორებული სკანდალის გამო მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება. მისი ექსტრადაცია ბაჰამის კუნძულებიდან განხორციელდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ისეთივე თანმიმდევრულია, როგორც ორი წლის ბავშვი შექსპირის ციტირებისას, ცნობილ თაღლითს მაშინვე გირაო შეეფარდა და სადღესასწაულო დღეებს ოჯახთან ერთად ატარებს. ამერიკული ოლიგარქია ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.
FTX-ის სკანდალი ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ბენკმან-ფრიდის ბედი. ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი გახლავთ – მჭიდრო კავშირი დამაშავესა და დემოკრატებს შორის. Politico-ს ინფორმაციით, დემოკრატების წარმომადგენელი და ბენკმან-ფრიდის უახლოეს მრჩეველი შონ მაკელუი უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული თეთრ სახლთან.

ეს სპეციალური არხი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მაკელუისა და ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს (ასევე ცნობილ რეპორტიორებს) შორის მიმდინარე საუბრებს ინახავდა, მაშინვე დაიხურა, როგორც კი ბენკმან-ფრიდი კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. გარდა ამისა, მაკელუი Data for Progress-ის თანადამფუძნებელიცაა და ორგანიზაცის დატოვების შესახებ მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როცა FTX თავისით ჩამოიშალა. თუ ყველაფერი კანონიერი იყო რატომ გადაწყვიტა Data for Progress-მა, რომ კავშირები სასწრაფოდ გაეწყვიტა?

ამ ვითარებაში ბევრი ყურადსაღები პრობლემა იკვეთება და ბაიდენის ადმინისტრაციის ჩართულობის შესახებ კითხვები ჩნდება. კონკრეტულად რა ინფორმაცია გადასცა მაკელუიმ თეთრ სახლს? კონკრეტულად რას ეუბნებოდა თეთრი სახლი ფრიდის უახლოეს მრჩეველს? უწევდნენ თუ არა კოორდინაციას ფინანსურ შემოწირულობებს? განიხილავდნენ შეტყობინებების გაცვლას? ეხმარებოდნენ ერთმანეთს? ან კიდევ უფრო მძიმე ფაქტებთან ხომ არ გვაქვს საქმე?

ამ დრომდე დემოკრატებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა თავი შორს დაეჭირათ იმ ადამიანსგან, რომელმაც 2022 წელს უზარმაზარი თანხები შესწირა (სიდიდით მეორე დონორი იყო). მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმული მედია ამ ურთიერთობებს ყურადღებას არ აქცევს, იგი მაინც განხილვის თემად რჩება. თეთრ სახლთან საიდუმლო არხის ქონა მნიშვნელოვანი გარიგებაა და ამერიკელებმა უნდა იცოდნენ თუ რა აკავშირდებდა მათ მთავრობას თაღლთ სემ ბენკმან-ფრიდთან.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რესპუბლიკელ პრეზიდენტს მთავარ დონორთან, რომელსაც სხვა დანაშაულებთან ერთად თაღლითობაშიც ედება ბრალი, საიდუმლო არხი ჰქონოდა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ კვირების განმავლობაში ყოველი საინფორმაციო გამოშვება ამ თემით არ დაიწყებოდა?

სემ ბენკმან-ფრიდი სახელისუფლო დონეზე დემოკრატებზე გავლენას ახდენდა და საჭირო კონტაქტების მოსაპოვებლად ფულს არ იშურებდა. უფრო მეტიც, ბაიდენის ადმინისტრაცია დროულად უწვდიდა დახმარების ხელს. რამდენად ღრმად არის ჩართული ჯო ბაიდენი ამ საქმეში? იცოდა თუ არა პრეზიდენტმა საიდუმლო არხის არსებობის შესახებ? რას დაჰპირდა იგი ბენკმან-ფრიდს ნაღდი ფულის სანაცვლოდ?

ეს ყველაფერი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს. იუსტიციის დეპარტამენტი ამ საკითხის შესწავლას არ აპირებს, რადგან ბაიდენის წინაშე დავალებულია. თუმცა, როდესაც იანვარში რესპუბლიკური პარტია წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლს დაამყარებს, მათ სპეციალური კომისიის შექმნის საშუალება ექნებათ. ასე უნდა მოიქცნენ და შემდეგ ბენკმან-ფრიდსა და დემოკრატებს შორის არსებული ურთიერთობები და კავშირები სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ. ეს შეიძლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი სკანდალი იყოს.

წყარო: https://is.gd/9JYLMd