პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ევროპარლამენტის რეზოლუცია ცუდია, არა საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვის!

0

იმედის ტელე-ეთერში თეა წულუკიანმა შეაფასა, ევროპარლამენტის მიერ რეზოულციის ტექსტში შეტანილი შესწორებები. ვიცე-პრემიერმა, აღნიშნული ევროპარლამენტის ქმედება განიხილა ერთიან კონტექსტში, კანდიდატის სტატუსზე მიღებულ უართან ერთად.

“ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები და ხუთიანი დაუწერეს, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე.
ეს რეზოლუცია უფრო დიდი სურათის პატარა ნაწილია. დიდი სურათი ჩემთვის არის ის, რომ რაღაცა ძალებისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა, რაღაცა ძალებისთვის რაღაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს ხელისუფლება არის ასევე პრობლემა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამოვუშვათ სააკაშვილი. იქ არ არის საუბარი მხოლოდ მკურნალობაზე. იქ პირდაპირ წერია, – გამოუშვით. ეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. ყველამ ვიხილეთ, რომ ქალბატონი გიული იყო მიწვეული. ჩვენ არასდროს გვინახავს, რომ მაგალითად მოლაშვილის მშობელს დალაპარაკებოდეს, რომელიმე ეს ევროპარლამენტარი. მე არ მახსოვს, რომ ირინა ენუქიძის სანახავად ჩამოსულიყო ფოტიგა და ეკითხა, რა ხდება, რა გაგჭირვებია ქალბატონ ირინა, როგორც დედას? მე მახსენდება სხვა რაღაც, რომ ევროპარლამენტარებს ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში სჭირდებოდათ იმის მტკიცება, რომ გირგვლიანს რომ ამ ფორმით წაართვეს სიცოცხლე სახელმწიფო ინსტიტუტებმა და შემდეგ არ დაისაჯა არავინ ადეკვატურად, ეს იყო პრობლემა. როცა რაღაც გინდა გაიგო, იმას იგებ მარტივად, როცა არ გინდა – იმას არ იგებ. ეს რეზოლუცია უფრო დიდი სურათის პატარა ნაწილია. დიდი სურათი ჩემთვის არის ის, რომ – რაღაცა ძალებისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა, რაღაცა ძალებისთვის ეს ხელისუფლება არის ასევე პრობლემა, რაღაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე. და ახლა, რამაც გამაკვირვა (ვცდილობ მინიშნებებით ვისაუბრო, რადგან ხელისუფლებას წარმოვადგენ) ჩემთვის სიახლე მხოლოდ ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის შიშველი. აქ აღარაფერია დამალული. თუ მანამდე ვიღაც ევროპელი, გვარად აგრამონტი იუსტიციის მინისტრს მაგიდაზე მუშტს დაურტყამდა და ეტყოდა, რომ ამა და ამ „ნაციონალ“ პატიმართან უნდა შევიდეს ციხეში ესა და ეს, იმიტომ რომ მე ასე მინდა და მერე აღმოჩნდებოდა წლების მერე, რომ ეს აგრამონტი ვიღაცებისგან ფულს იღებს და ამ ვიღაცებს შორის არის პუტინიც და მერე სრულიად ევროპა აღშფოთდა, – ეს ვინ გვყოლია გვერდშიო და გარიცხეს, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ თვალწინ მოხდა“, – განაცხადა წულუკიანმა.