კონსერვატიული საკითხავი

თავისუფლება და ძალაუფლება

0
    მანამდე სანამ იაკობინელები ჩაიგდებდნენ ძალაუფლებას საფრანგეთში, ბერკმა გამოაქვეყნა თავისი წინასწარმეტყველური “ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე”(1789). ერთი იმ მცირე ნაშრომთაგანი პოლიტიკის ფილოსოფიაში, რამაც სწრაფი გავლენა მოახდინა მოვლენებზე. Aასე დაიწყო ბერკმა ინტელექტუალური დაცვა მოწესრიგებული ცივილიზაციისა რევოლუციური “ანტაგონისტური მსოფლიოსაგან”. Eეს ნაწყვეტი, ამოღებული ბერკის “შრომების” რევინგტონისეული გამოცემიდან (ტ.V. გვ. 35-38), გახლავთ ანალიზი თავისუფლების აბსტრაქტული დოქტრინისა, როგორც რეალური თავისუფლების საფრთხისა.
თავი იმით მომწონს, რომ მიყვარს ადამიანური, ზნეობრივი, მოწესრიგებული თავისუფლება, ისევე როგორც ყველა ჯენტლმენს ამ საზოგადოებისა, ვინც არ უნდა იყოს იგი: და ალბათ სათანადოდაც დამიმტკიცებია ჩემი ერთგულება ამ საგნისადმი, მთელი ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მანძილზე. ვფიქრობ, ისევე როგორც სხვას ყველას, არა მშურს თავისუფლება არც ერთი ერისათვის, მაგრამ წინ ვერ წავდგები და ვერც შევაქებ და ვერც დავგმობ ყველაფერს, რაც ადამიანური ქმედებიდანა და საზრუნავიდან მოდის, მხოლოდ ერთი თვალის გადავლებით ობიექტისა, როცა ის ყოველმხრივ განძარცული დგას მეტაფიზიკური აბსტრაქციის სიშიშვლესა და განმარტოებაში. Gგარემოებანი (რასაც ზოგიერთი ჯენტლმენი არაფრად აგდებს), სინამდვილეში, ყოველ პოლიტიკურ პრინციპს განმასხვავებელ ფერსა და გამოსარჩევ სახეს ანიჭებს. შწორედ გარემოებანი გადააქცევევნ ყოველ სამოქალაქო და პოლიტიკურ სქემას სასარგებლოდ ან საზიანოდ კაცობრიობისათვის. Aაბსტრაქტულად რომ ვილაპარაკოთ, ხელისუფლება, ისევე როგორც თავისუფლება, კარგია; და მაინც, განა შეიძლებოდა, სრულ ჭკუაზე მყოფს, ათი წლის წინ, მომეწონებინა და საფრანგეთისათვის ხელისუფლება მიმელოცა (რადგან მაშინ ჯერ კიდევ ჰყავდა ხელისუფლება.) ისე, რომ არ გამომეძიებინა იმ ხელისუფლების ბუნება და მმართველობის ფორმა? ნუთუ შემიძლია იგივე ერს ახლა მივულოცო თავისუფლება? ნუთუ იმიტომ, რომ შეგვიძლია თავისუფლება, აბსტრაქტულად, კაცობრიობის კურთხეულ მონაპოვართ მივაკუთვნოთ, უნდა ავდგე და სერიოზულად მოვიწონო შეშლილი, თავისი სენაკის დამცავ შეზღუდვასა და ჯანსაღ სიბნელეს რომ გამოქცევია, რათა ხელახალი აღტაცებით შეეგებოს სინათლესა და თავისუფლებას? ნუთუ უნდა მივულოცო შარაგზის ყაჩაღსა და მკვლელს, ვინც ციხიდან გამოქცეულა თავის ბუნებრივი უფლებების დასაბრუნებლად? Eეს იმას ნიშნავს, რომ სცენაზე ავიდნენ გალერებზე გამწესებული დამნაშავენი და მათი განმათავისუფლებელი, სევდიანი გამომეტყველების მქონე მეტაფიზიკური გმირი.
როცა ვხედავ თავისუფლების სულს მოქმედებისას, ვხედავ თუ როგორ მუშაობს მძლავრი პრინციპი; და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ესაა, რაც შეიძლება მასზე ვიცოდე. ველურმა გაზმა, შეკუმშულმა ჰაერმა გასავალი მოძებნა: მაგრამ განსჯისაგან ჯერ თავი უნდა შევიკავოთ, სანამ პირველი დუღილი ცოტა შენელდება, სანამ ღვინო დაიწმინდება და სანამ უფრო მეტს არ დავინახავთ, ვიდრე მღვრიე და ქაფიანი ზედაპირის თუხთუხია. ღრმად უნდა დავრწმუნდე მანამ, სანამ გადავწყვეტ საჯაროდ მივულოცო ადამიანებს მადლყ, აც ჭეშმარიტად ღირსებიათმლიქვნელობა რყვნის მიმღებსაც და გამცემსაც; და თაყვანისცემა ისევე არ უხდება ხალხს, როგორც მეფეებს. Dდა ამიტომაც ჯობდა თავი შემეკავებინა საფრანგეთისათვის ახალი თავისუფლების მილოცვისაგან, სანამ არა გავიგებდი თუ როგორ შეერწყა ის ხელისუფლებას, საჯარო ძალას, არმიეს დისციპლინასა და მორჩილებას, სასარგებლოსა და კარგად განაწილებული გადასახადების აკრეფას, ზნეობასა და რელიგიას, სამართლიანობასა და საკუთრებას, მშვიდობასა და წესრიგს, სამოქალაქო და სოციალურ ადათებს. Eეს ყველაფერი (თავისებურად) კარგი რამაა და უმათოდ თავისუფლება ვერაფერს გვარგებს, სანამ გაძლებდეს და არა მგონია დიდხანს გაატანოს. თავისუფლების სარგებელი პიროვნებიათვის ის არის, რომ მოიქცნენ ისე, როგორც ესიამოვნებათ და უნდა ვნახოთ თუ რა ესიამოვნებათ, სანამ გავბედავდეთ და მივულოცავდეთ, რათა მალე სანანებელი არ გაგვიხდეს. სულგრძელობა გვიკარნახებს მივულოცოთ განცალკევებულ, მარტოხელა კაცს, მაგრამ როცა ადამიანები ჯგუფურად მოქმედებენ, თავისუფლება ძალაუფლებად გადაიქცევა. ჭკუადამჯდარ ადამიანები, მანამდე სანამ თავის ნებას განაცხადებდნენ, უნდა დაუკვირდნენ თუ რას უპირებენ ძალაუფლებას და როცა თვითონ გამოსცდი ახალ ძალას ახალი პიროვნების ხელში, ვის პრინციპებსაც, ხასიათსაც და განწყობილებასაც ნაკლებად ან სულ არ იცნობ და როცა ყველაზე მღელვარე წამები განმსჭვალავს სცენას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ახლები ქმედუუნაროები არიან.