„შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ ვინ ჩაიდინა ეს. მოდით, განვიხილოთ: კახოვკას კაშხალი ფაქტობრივად რუსეთის იყო. იგი რუსეთის (საბჭოთა) მთავრობამ ააშენა, რომელიც ამჟამად მის კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. კახოვკას წყალსაცავი წყლით უზრუნველყოფს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც ბოლო 240 წელი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნავსაყუდელი იყო. კაშხლის აფეთქებამ შეიძლება უკრაინას ცუდი სამსახური გაუწიოს, თუმცა რუსეთს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს. სწორედ ამიტომ განიხილავდა უკრაინის მთავრობა მისი აფეთქების შესაძლებლობას. დეკემბერში „ვაშინგტონ პოსტმა“ უკრაინელი გენერლის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ხელქვეითებმა საცდელი დარტყმა განახორციელეს და კაშხლის კარიბჭის მიმართულებით ამერიკული რაკეტები გაუშვეს. ამგვარად, როგორც კი ფაქტები თვალსაჩინო ხდება, ნათელი ეფინება კაშხალთან დაკავშირებულ მოვლენებს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი იმ დასკვნამდე მივა, რომ კაშხალი, სავარაუდოდ, უკრაინელებმა ააფეთქეს, ზუსტად იმგვარად, როგორც გასულ შემოდგომაზე რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ ააფეთქეს. ფაქტობრივად, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ეს უკრაინელების ნახელავია. არ ჩანს, რომ ვლადიმირ პუტინს საკუთარ თავთან ომის დაწყება სურდეს“.
წყარო: https://twitter.com/ninosha777/status/1666323103566143489?t=orE2d3kTN1kpJZMLtIDrfA&s=08