ახალი ამბებისხვადასხვა

ტაკერ კარლსონი ახალ შოუს იწყებს

0

Fox-ის ყოფილი ტელეწამყვანი, ახალი შოუს დაწყებას აანონსებს, რომელიც ეთერში Twitter-ის მეშვეობით გავა.
ტაკერის განცხადება მოჰყვა, ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღის წინ, ტელეწამყვანსა და ელონ მასკს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
აღნიშნული განცხადება ტაკერმა, ვიდეომიმართვის ფორმით გაავრცელა, რომელიც Twitter-ზე გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში თითქმის აღარ დარჩა თავისუფალი მედია-პლატფორმები.
“Twitter-ი თავისუფლების კუნძულად რჩება და ჩვენ აქ ვართ” – განაცხადა ტაკერმა.
ვიდეომიმართვაში, სახელწოდებით – “ჩვენ დავბრუნდით,” ტაკერი აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება, ეს ძირითადი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სხვა უფლებების შენარჩუნება.

წყარო: https://twitter.com/TuckerCarlson/status/1656037032538390530?s=20