პოლიტიკასხვადასხვა

ტაკერ კარლსონის ტრიუმფალური დაბრუნება

0

8 ივნისი, 2023 წ.

ტაკერ კარლსონმა Tucker on Twitter-ის პირველი ეპიზოდი წარმოადგინა, რომელმაც სულ რაღაც 2 საათში 10 მილიონი ნახვა დააგროვა. დღის თემა მარტივია: მთავრობის პროპაგანდა და მატყუარები, რომლებიც სიცრუეს აფრქვევენ.

ტაკერმა შეტევა კახოვკას კაშხლის აფეთქებით დაიწყო, რომელიც თუ დასავლურ მედიას დავუჯერებთ, თავად პუტინმა ააფეთქა, იმიტომ, რომ „იგი ბოროტია და ბოროტი ადამიანები ბოროტებას სჩადიან“. ნათელი რომ მოვფინოთ იმ ფაქტს, თუ რატომ ააფეთქა კაშხალი პუტინმა, კაილ ენზელონი (Antiwar.com) აღნიშნავს, რომ 100 ფუტი სიმაღლისა და 10 ათასი ფუტი სიგრძის კაშხალი 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირმა ააშენა და წელიწადზე მეტია, რაც მისი ბრძანებით უკრაინაში ომი მიმდინარეობს. კაშხალს ჰიდროელექტროსადგურის ფუნქცია მიანიჭეს, ასევე ააშენეს კახოვკას წყალსაცავი, რომელიც ფართობით 2 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურს (ZNPP), რომელიც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, და ყირიმის ნახევარკუნძულს, წყალი კახოვკას წყალსაცავიდან მიეწოდება.

უკრაინაში შეჭრამდე კრემლი რეგულარულად მოუწოდებდა კიევს, რომ ყირიმისთვის წყლის მიწოდების საირიგაციო სისტემები არ ჩაეკეტა.

თუმცა თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ ეს პუტინმა ააფეთქა, განმარტავს კარლსონი: „ასეთ დასკვნებამდე რომ მიხვიდეთ, მრავალი წლის განმავლობაში უნდა გატყუებდნენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ…“

შემდეგ კარლსონმა მედია მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ გუშინდელი „სენსაციური ინფორმაცია“ უგულებელყო, როდესაც პირმა, რომელსაც სამთავრობო ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, განაცხადა, რომ საფრენი აპარატები, რომლებიც ადამიანებს არ შეუქმნიათ, 80-წლიანი რბოლის დროს მსოფლიო მთავრობებმა აღადგინეს, რათა გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად მთლიანად შეეცვალათ საინჟინრო მონაცემები.

„…თუ გაინტერესებთ რატომ არის ჩვენი ქვეყანა ასეთი უფუნქციო, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ არავინ იცის, თუ რა ხდება. შესაბამის ინფორმაციას ადამიანთა მცირე ჯგუფი აკონტროლებს და დანარჩენებმა… არაფერი ვიცით. ყველა თემაზე საუბრის უფლება გვაქვს, მაგალითად, რასიზმზე… თუმცა გაბედეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მიდით და ნახავთ, რაც მოხდება… თუ ასე გააგრძელებთ, გაგაჩუმებენ − დაგვიჯერეთ… ისინი ამგვარად გვაკონტროლებენ“, − განაცხადა კარლსონმა.

ილონ მასკმა, რომელიც ტაკერის ეპიზოდში ჩაერთო, „ტვიტერზე“ (Twitter) დაწერა: „დიდებული იქნებოდა, რომ ამ პლატფორმაზე პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის შოუები ეწყობოდეს!“

წყარო: https://www.zerohedge.com/political/tuckers-back-triumphant-return-demolishes-ukraine-dam-propaganda-massacres-msm-ignoring