FOX-ის მედია კორპორაციის აქციების კაპიტალი 500 მლნ დოლარით შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის ხელმძღვანელობამ ტაკერ კარლსონთან დამშვიდობების შესახებ ცნობა გაავრცელა. კარლსონის უკანასკნელი შოუ, 21 აპრილის საღამოს შედგა. აღნიშნულ გადაცემას, ისევე როგორც ზოგადად მის კონსერვატიულ თოქ შოუს, სატელევიზიო ეთერის პრაიმ-თაიმში ორჯერ მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე, იმავე დროს CNN-ისა და MSNBC-ის თოქ-შოუებს ჰყავდათ ჯამში.
ტაკერ კარლსონი ყურებადობით და პოპულარობით უსწრებდა მის კოლეგებსაც FOX NEWS-დან.
წყარო: https://www.cbsnews.com/amp/news/fox-stock-down-tucker-carlson-top-ratings-draw/