1 ივლისი, 2023 წ.
„როგორც ჩანს, უკრაინაში დემოკრატიას მსოფლიოში დემოკრატიის მთავარი დამცველი აფერხებს“, − განაცხადა ტაკერ კარლსონმა Twitter-ზე თავისი ბოლო ეპიზოდის დროს.
ამერიკელმა ჟურნალისტმა გაუშვა კლიპი, რომელშიც ჟურნალისტი ზელენსკის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეკითხვას უსვამს.
„ეს გლობალური საკითხია“, − ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ღიმილით. „თუ გავიმარჯვებთ, ჩავატარებთ“. მისი თქმით, „არჩევნები მშვიდობიან გარემოში უნდა გაიმართოს, როდესაც ომი აღარ იქნება, და ეს ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს“.
როგორც კარლსონმა შენიშნა, ზელენსკიმ თავისი პოლიტიკური ოპონენტები ციხეში გამოკეტა. ბაიდენი იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით ტრამპს ბრალდებებს უყენებს და მის ციხეში გამომწყვდევას ცდილობს.
„როდესაც ნორმალური ადამიანები ომს უყურებენ, ისინი უყურებენ სიკვდილსა და ნგრევას, მწუხარებასა და ტანჯვას. თუმცა დემაგოგებს ეს სხვაგვარად ესმით. მათ კარგად იციან, რომ ომი მათთვის ძირითადად ძალაუფლებას ნიშნავს. ყველაფერს, რასაც ომის დროს ჩაიდენენ, გამართლება მოეძებნება“, − აღნიშნა კარლსონმა.
„ბაიდენს მრავალი რესპუბლიკელი უჭერს მხარს. ეს უკანასკნელები ამ ომის ერთადერთ ოპონენტს ეწინააღმდეგებიან. რასაკვირველია, ეს ერთადერთი ოპონენტი დონალდ ტრამპია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მშვიდობის დამყარებასა და უკრაინაში ომის დასრულებას შეეცდება“.
„რატომ ვებრძვით რუსეთს?“ − იკითხა კარლსონმა. ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელი ჟურნალისტი ბაიდენის რეჟიმის მიზეზების ახსნას ჩაუღრმავდა, რომლებიც ძირითადად მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დაცვას გულისხმობს. თუმცა „დემოკრატიისთვის გაჩაღებული ომები ყოველთვის დემოკრატიის გაუქმებას უწყობს ხელს“, − დასძინა კარლსონმა.
„მოიძებნება კი შესაფერისი მიზეზი, თუ რატომ ვომობთ? ბევრი უდანაშაულო ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს, აშშ-ის ხაზინიდან ასობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ასე რომ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ბაიდენის ოჯახს შეუძლია ოლიგარქებს ვალი დაუბრუნოს, რომლებიც რეჰობოთში მის სანაპირო სახლს აფინანსებდნენ?
ბაიდენს უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma-სგან ქრთამის (მილიონობით აშშ დოლარი) აღებაში სდებენ ბრალს. ბაიდენს, რომელიც იმხანად ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, უკრაინის სასარგებლოდ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენა უნდა მოეხდინა.
ზელენსკიმ, რომელიც დღემდე შეერთებულ შტატებს ფულს სთხოვს, დახურა ეკლესიები, დააპატიმრა პოლიტიკური ოპოზიცია, ახლა კი განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე, სანამ რუს აგრესორებს არ დაამარცხებს, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ჩაატარებს.
ბაიდენი სუსტდება. კარლსონის თქმით, იგი ტელესუფლიორებიდან სასვენ ნიშნებსაც კი კითხულობს და აზრობრივად ნახევარზე მეტს ვერც იგებს.