პოლიტიკასხვადასხვა

ტაკერ კარლსონი: „უზნეო ბორის ჯონსონმა მილიონი მთხოვა მასთან ინტერვიუსთვის“

0

ბორის ჯონსონსა და ტაკერ კარლსონს შორის სიტყვიერი ომი დაიწყო იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი პოლემიკის მოყვარულ მემარჯვენე ჟურნალისტთან მილიონ დოლარად მზად იყო დებატებისთვის.

ტაკერმა, რომელიც მიმდინარე თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა, განაცხადა, რომ ბატონმა ჯონსონმა შვიდნიშნა თანხა მოითხოვა ინტერვიუსთვის, რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის თემაზე.

მაგრამ ბატონი ჯონსონი სათუოდ მიიჩნევს კარლსონის განცხადებას და მას „ტყუილს“ უწოდებს. ყოფილი პრემიერმინისტრის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ჯონსონმა კარლსონს შესთავაზა, რომ მონაწილეობას მიიღებდა ინტერვიუში, რომელიც მიზნად ისახავდა მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულების გადარიცხვას უკრაინელი ვეტერანების საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის.

ბოლო კვირების განმავლობაში, ბატონ კარლსონს ხშირად დასცინოდნენ პუტინისა და კრემლის მხარდაჭერის გამო. მან ჩაწერა ვიდეოები, რომლებშიც აღფრთოვანებას გამოხატავდა რუსული სავაჭრო ურიკებისა და მოსკოვის მეტროს სისტემის მიმართ.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ორსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა ავტორიტარ რუს ლიდერთან.

ბატონი ჯონსონი თავს დაესხა კარლსონის ინტერვიუს და განაცხადა, რომ ეს ინტერვიუ პირდაპირ „ჰიტლერის თამაშის სახელმძღვანელოდან“ იყო გადმოღებული.

მისი თქმით, ამერიკელი მაუწყებელი იყო „ტირანის საყრდენი, დიქტატორის დიქტოფონი და ჟურნალისტიკის მოღალატე“.

Mail+-ის სვეტში მან დაადანაშაულა ბატონი კარლსონი „მაყურებლისა და მსმენელის“ ღალატში იმის გამო, რომ კარლსონმა არ გააკრიტიკა რუსი ლიდერი უკრაინაში „წამების, გაუპატიურების, საბავშვო ბაღების აფეთქებისთვის“ და აღნიშნა, რომ მას „ერთხელაც კი არ უცდია ტყუილის ნაკადის შეჩერება“.

მემარჯვენე გამოცემა The Blaze-თან საუბრისას, ტაკერ კარლსონმა უპასუხა ყოფილ პრემიერმინისტრს.

„ბორის ჯონსონი, რომელიც მცირე ხნით იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი… მე მიწოდებს კრემლის იარაღს თუ რაღაც მსგავსს“, − თქვა მან.

მან დაამატა: „გაბრაზებული ვიყავი. ამიტომ, ბორის ჯონსონთან ინტერვიუ მოვითხოვე, როგორც აქამდე არაერთხელ მომითხოვია, რადგან იგი მუდმივად მგმობს, როგორც კრემლის იარაღს“.

ბატონმა კარლსონმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რაც დაუკავშირდა „უამრავ ადამიანს, ვინც იცნობს ბორის ჯონსონს“, მას უთხრეს, რომ ჯონსონი ინტერვიუზე დათანხმდებოდა, „მაგრამ ეს მილიონი დოლარი ეღირებოდა“.

კარლსონი ასევე დასცინოდა მისტერ ჯონსონს, რომლის ნამდვილი სახელია ალექსანდრე ბორის დე პფეფელ ჯონსონი.

„მისი სახელი ნამდვილად არ არის ბორისი… მისი სახელია ალექს ჯონსონი, ის საკუთარ თავს ბორისს უწოდებდა საშუალო სკოლაში, ამიტომ ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს ბორისს უწოდებს, მე მადანაშაულებს?“, − დაამატა მან.

წყარო: https://www.independent.co.uk/news/uk/politics/boris-johnson-tucker-carlson-putin-russia-ukraine-b2499813.html