პოლიტიკასხვადასხვა

ტაკერ კარლსონი კონგრესში ზელენსკის გამოსვლას “ორპარტიულ მაზოხიზმს” უწოდებს

0

კარსლონი: „უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების კონგრესს მიმართვს. იმ დროს, როცა აშშ-ის საზღვრები მთლიანად მორღვეულია, ჩვენი საკანონმდებლო ორგანო უკრაინის საზღვარს და იმ ადამიანს უთმობს ყურადღებას, რომელსაც ჩვენი კონგრესი, თქვენი გადახდილი დოლარებით აფინანსებს.
Fox News-ის წამყვანმა ზელენსკი მკაცრად გააკრიტიკა – “იგი გამოიყურებოდა, როგორც სტრიპტიზ კლუბის მენეჯერი, ის უნდა გაეძევებინათ კონგრესიდან.”
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტი იყო აშშ-ში, რომელიც დაემთხვა უკრაინისთვის ამ დრომდე უპრეცედენტო ოდენობის 45მლრდ დოლარის გამოყოფაზე საკითხის კენჭისყრას.
საკუთარ საავტორო შოუში, ტაკერ კარლსონმა ზელენსკის “ფულის გამომძალველი” უწოდა.
“დღეს თეთრ სახლში მოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, გამოწყობილი როგორც სტრიპტიზ კლუბის მენეჯერი და ფულის მოთხოვნა დაიწყო. გასაკვირი ის არის, რომ იგი არავის გაუგდია დარბაზიდან, ნაცვლად ამისა, ყველა აკეთებდა იმას, რაც ზელენსკის სურდა. ეს იყო ორპარტიული მაზოხიზმი. ზელენსკი ითხოვს რუსეთში ხელისუფლების შეცვლას(regime change), ისევე როგორც ეს იყო ლიბიის, ერაყის და კიდევ ბევრი ქვეყნის შემთხვევაში. კონგრესში გამართული მოსმენის მიზანი არ ყოფილა მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველყოფა ან სხვა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს ამერიკის სასარგებლოდ, ეს ხომ ყველაზე ქვემდგომი ამოცანაა. ეს მოსმენა ემსახურებოდა “უკრაინელი სტიპტიზ კლუბის მენეჯერის” განდიდებას და მისთვის დამატებით მილიარდების გაგზავნას, ჩვენი ისედაც დასუსტებული ეკონომიკიდან” – განაცხადა კარლსონმა.
ტელეწამყვანმა ასევე ყურადღებაა გაამახვილა, ზელენსკის მიერ ქრისტიანობის დევნის შესახებ რესპუბლიკელების დუმილზე.
“თქვენ მედიიდან დღეს ვერ გაიგებთ ვერც ერთ სიტყვას, იმასთან დაკავშირებით, რომ ზელენსკი დევნის ქრისტიანობას უკრაინაში, აპატიმრებს მღვდლებს და კონფიკაციას უკეთებს ეკლესიის ქონებას. სამწუხაროდ ამაზე დუმილს არჩევენ ის რესპუბლიკელებიც, რომლებიც თქვენს წარმომადგენლად მიგაჩნიათ და რომლებიც ამ კვირას წირვასაც დაესწრებიან ეკლესიაში, მაგრამ კონგრესში ამ თემაზე არაფერი უთქვამთ.”

წყარო:
1. https://is.gd/N9JhJ2
2. https://is.gd/gPK7EL