პოლიტიკასხვადასხვა

ტაკერ კარლსონი: დროა ელიტური პედოფილიის პრობლემაზე ვისაუბროთ

0


წლების განმავლობაში ეს თემა ველური შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ, რომელიც კოლუმბიის ოლქში მდებარე ერთი საშიში პიცერიის სარდაფში შეთხზეს. როგორც უნდა იყოს, დღესდღეობით „ელიტური პედოფილიის პრობლემა“ მეინსტრიმული მთავარი ახალი ამბების განხილვის თემად იქცა, ყოველ შემთხვევაში, Fox-ში, როდესაც ტაკერ კარლსონმა ამ თემაზე ღიად ისაუბრა.

კარლსონმა, რომელიც კონსერვატიული პოლიტიკური შეხედულებებით გამოირჩევა, ისაუბრა იმის შესახებ, რომ პოლიტიკის სფეროს, საფინანსო სექტორისა თუ გართობის ინდუსტრიის სათავეებთან მდგომი ადამიანები მოტაცებული ბავშვების უმანკოებით ტკბებიან, რათა თავიანთი გლობალისტური მისწრაფებები განახორციელონ. ჟურნალისტმა არასრულწლოვანებთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით დაპატიმრებულ ჯეფრი ეფშტეინზეც ილაპარაკა, რომელთანაც ოფრა უინფრი მომხდარის მიუხედავად მაინც მეგობრობდა.
„როგორ გააკეთა მან ეს? ამაზე რატომ არ ითქვა არაფერი, რატომ აგრძელებდნენ ადამიანები მასთან მოლხენას?“ – იკითხა ჟურნალისტმა.

„მინიმუმ, მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი გავლენიანი პირი პედოფილიის მიმართ შემწყნარებლობით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით საშუალო კლასის ამერიკულ ოჯახზე“.

პროგრესისტი-ლიბერალების თქმით, ის, ვინც პედოფილიაზე ამახვილებს ყურადღებას, ლგბტ თემს ესხმის თავს

არსებობენ კომპანიები, რომლებიც მდიდრებს ემსახურებიან. მათ რიცხვს მიეკუთვნება ცნობილი, ე.წ. „ელიტური“ მოდის სახლი „ბალენსიაგა“ (Balenciaga), რომელმაც ყურადღების მისაქცევად, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას უცნაურად ჩაცმული პატარა ბავშვები წარუდგინა.

„ბალენსიაგას“ სარეკლამო კამპანიაში მონაწილე პატარები სექსუალურ მიდრეკილებებთან ასოცირდებოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში სანთლებით და ცარიელი ღვინის ჭიქებით გარშემორტყმულ დივანზე გულაღმა იწვა პატარა გოგონა, იქვე მდგომ ჟურნალების მაგიდაზე კი ძაღლის საყელოს შეამჩნევდით.
„ბალენსიაგას“ მეორე რეკლამაში იგივე პატარა გოგონას, რომელიც ახალფეხადგმული ბავშვია, ხელში დათუნია უჭირავს და ბონდაჟისთვის (სადომაზოხიზმის ნაირსახეობა) დამახასიათებელი ტანისამოსი აცვია, რომელიც ტყავის ღვედებითაა მორთული.
ამ უხამსობის დემონსტრირება ძალიან მდიდარ ადამიანებს შორის დამკვიდრებული ახალი ნორმაა, რომლებმაც, სხვათა შორის, თავიანთი უზარმაზარი ქონების დიდი ნაწილი გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე დააგროვეს. ამერიკა ყველაზე ავადმყოფური სისტემაა, რომლის წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია. ეს ყველაფერი თქვენ წინაშეა.

„ამ ფოტოსურათზე ნაჩვენებია გვერდები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელმაც კანონი – ბავშვთა პორნოგრაფიასთან საბრძოლველად – გააუქმა“, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა. ჟურნალისტმა ისიც განმარტა, თუ როგორ შექმნეს შეგნებულად „ბალენსიაგას“ სარეკლამო რგოლები, რათა საზოგადოებისთვის დაეცინათ.

„ვინც ეს ფოტოსესია მოაწყო, იმაზეც იზრუნა, რომ სიტყვა „სექსი“ ან „სექუალური“ გამოეყენებინათ, მართლაც ოთხჯერ მოისმენთ ამ სიტყვებს. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. როგორც წუხელ მოგახსენეთ, „ბალენსიაგას“ ყურადღების მიპყრობა სურდა. როგორც ჩანს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ეს მსხვილი საერთაშორისო საცალო ბრენდი ბავშვთა პორნოგრაფიისა და ბავშვებთან სქესობრივი ურთიერთობის პოპულარიზაციას არა შეუმჩნევლად, არამედ დაუფარავად ეწევა“.

კორპორაციების კონტროლირებული მემარცხენე მედიასაშუალებები და მემარცხენე პოლიტიკოსები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ამ ყველაფრის გარყვნილებისა და ბოროტების სახელით მოხსენიება არასწორია, რადგან ეს „ლგბტ თემზე“ თავდასხმად აღიქმება.

ბაშვების ტრანსგენდერიზმით გახრწნა, შეურაცხყოფა და ახლა უკვე გონებრივი დამახინჯება, უბრალოდ ლგბტ „ცისარტყელაზე“ გამოსახული განსხვავებული ფერებია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, რადგან სხვა ადამიანები „თავიანთი სიმართლით“ ცხოვრობენ.
ამ პოზიციას იზიარებს ქალაქ ნიუ იორკის დემოკრატი მერი ერიკ ადამსი, რომელიც ერთ-ერთია იმათ შორის, ვინც ეფშტეინთან მისი დაკავების შემდეგაც ილხენდა. ადამსიც პედოფილია? ან ოფრა?
„მედიას ბავშვების სექსუალიზაციის გაშუქება არ აინტერესებს. მათ იმ ადამიანების განადგურებს სურთ, ვინც ბავშვების სექსუალიზაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ან ამ ფაქტს ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. ისინი გვეუბნებიან, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება „ლგბტ თემზე“ თავდასხმად აღიქმება“, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა.