საზოგადოებასხვადასხვა

ტაირიზ გიბსონი: ჰოლივუდი „სატანისტი პედოფილებით“ არის სავსე

0

21 ივნისი, 2023 წ.

ჰოლივუდის მსახიობმა ტაირიზ გიბსონმა ხმა აღიმაღლა გასართობი ინდუსტრიის მმართველი „სატანისტი პედოფილების“ წინააღმდეგ. მისი თქმით, კინოსტუდიის ხელმძღვანელები ბოროტების ნორმალიზებას ცდილობენ.

ცოტა ხნის წინ Big Boy’s Neighborhood-ის რადიოშოუში გამოსვლისას 2 Fast 2 Furious-ის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ელიტა მედიაში ნიშნებისა და სიმბოლოების გამოყენებით „ეშმაკის ნორმალიზებას ცდილობს“.

„ისინი ეშმაკის ნორმალიზებას ცდილობენ. დაჯილდოების ცერემონიებისას ეშმაკი მთავარ სცენაზე დგას. იგი ყველა ვიდეოში, ნიშანსა და სიმბოლოშია…“

„მე ვთქვი: „იცით, რა? იესოსთან ისეთი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, თითქოს ჩვენი პატარა მეგობარია, რომელსაც ძილის წინ ვესაუბრებით და ხმამაღლა არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ღმერთი და იმ ყველაფერზე, რასაც ღმერთი გვაძლევს“.

„დიახ. ისინი ყველაფერს აკეთებენ ეშმაკის პოპულარიზებისთვის. ამის გამო ვბრაზობ, რადგან ადრე ეშმაკის თაყვანისმცემლები იმალებოდნენ“, − დასძინა ამერიკელმა მსახიობმა.

წყარო 1: https://thepeoplesvoice.tv/actor-tyrese-gibson-warns-hollywood-is-overflowing-with-satanic-pedophiles/

წყარო 2: https://is.gd/YnNrdi