პოლიტიკასხვადასხვა

„შვედი დემოკრატების“ თავმჯდომარე ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვის მოწოდებით გამოდის

0

9 მაისი, 2023 წ.

შვედეთმა ევროკავშირის ყველა კანონი არ უნდა შეასრულოს, ამის შესახებ ქვეყნის სიდიდით მეორე პარტია ‘შვედეთი დემოკრატების’ თავმჯდომარე იმი ოკესონმა განაცხადა.
ევროსკეპტიკოსების კრიტიკას იმი ოკესონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება ნიშნავს, რომ „გერმანელმა, პოლონელმა და ფრანგმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რა ბრენდის მანქანა შეიძინოთ, რა ღირდეს ბენზინი და რომელი ხე მოჭრათ თქვენს კუთვნილ ტერიტორიაზე“.
ოკესონი, რომლის ანტიიმიგრაციულ პარტიას დიდი გავლენა აქვს შვედეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობაზე, „Swexit“-ის – ევროკავშირის დატოვების შესახებ კენჭისყრის – მოწოდებით არ გამოდის. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა.
ამის მიუხედავად, ოკესონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის.
შვედეთში გამომავალ ერთ-ერთ მთავარ გაზეთ Aftonbladet-ში ‘შვედი დემოკრატების’ თავმჯდომარემ დაწერა: „დღესდღეობით კარგი მიზეზები არსებობს, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობა სერიოზულად გადავაფასოთ. მალე შვედეთში ჩატარებული არჩევნები გავლენას ვეღარ მოახდენს შვედეთის განვითარებაზე. ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ“.

წყარო: https://is.gd/iq60Pj