პოლიტიკასხვადასხვა

„შვედი დემოკრატების“ ლიდერი: შვედეთი ევროკავშირის დასატოვებლად უნდა მოემზადოს

0

22 მაისი, 2023 წ.

ანტიიმიგრაციული პარტია ‘შვედი დემოკრატების’ თავმჯდომარე იმი ოკესონი აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირიდან გასასვლელად უნდა მოემზადოს.
ორშაბათს გაზეთ Svenska Dagbladet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ოკესონმა და მისმა თანაავტორმა, შვედმა ევროპარლამენტარმა, ჩარლი ვაიმერსმა გამოთქვეს სურვილი, რომ შვედეთმა „მაქსიმალურად გაზარდოს თავისი გავლენა“ ევროკავშირში. ოკესონმა და ვაიმერსმა მოკლედ აღწერეს ის სამი ღონისძიება, რომელიც შვედეთის მთავრობამ უნდა განახორციელოს.
პირველი, მთავრობამ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რათა „რეფერენდუმის საკეტი“ დააწესოს, რომელიც უზრუნველყოფს კანონს საჯაროდ ხმის მიცემის მოთხოვნის შესახებ, სანამ სტოკჰოლმი უფლებამოსილებებს ბრიუსელს გადასცემს.
ეს არის მექანიზმი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და დანიამ უკვე შეიმუშავეს. ‘შვედი დემოკრატების’ ლიდერს მიაჩნია, რომ ეს მექანიზმი დამცველის როლს შეასრულებს, რათა ბრიუსელმა ძალაუფლება არ ჩაიგდოს ხელში.
„მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ძალაუფლების გადაცემის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეებს უნდა აცნობონ, ბრიუსელის ბოროტ განზარხვას შეასუსტებს“, – ნათქვამია სტატიაში.
მეორე, შვედეთის მთავრობამ ევროკავშირის დასატოვებლად მზადება უნდა დაიწყოს, რათა დარწმუნდეს რომ მზად არის, თუ მომავალში ასეთი გადაწყვეტილების მიიღება მოუწევს.
“იმისთვის, რომ მზადყოფნამ ნდობა გამოიწვიოს, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა წავშალოთ ის ჩანაწერები, რომლებშიც ნათქვამია, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრია“.
‘შვედი დემოკრატების’ ლიდერს ასევე სურს დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეამცირონ შვედეთის ევროკავშირის წევრობის უარყოფითი ასპექტები.
ამჟამად მემარჯვენე პარტია შვედეთის მთავრობის არაფორმალური პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ‘შვედ დემოკრატებს’ პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიუღია, მან ოთხპარტიული კოალიციის ‘ტიდეს შეთანხმებას’ (Tidö Agreement) ხელი მოაწერა, რომლის დროსაც კოალიციური პარტიები ‘შვედი დემოკრატების’ მხარდაჭერის სანაცვლოდ უფრო შემზღუდავი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებაზე შეთანხმდნენ.
ოკესონის პარტია დიდი ხანია მხარს უჭერს შვედეთის ევროკავშირიდან გასვლას, თუმცა აღიარებს, რომ ამჟამად შვედი ამომრჩევლების უმეტესობა ამ შეხედულებას არ იზიარებს. 2018 წელს ელექტორატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად პარტიამ ოფიციალურად შეწყვიტა Swexit-ის მხარდაჭერა და შარშანდელ საყოველთაო არჩევნებზე ხმების 20,5 პროცენტი მიიღო.

წყარო: https://rmx.news/sweden/sweden-must-prepare-to-leave-the-eu-says-influential-sweden-democrats-party-leader/