პოლიტიკასხვადასხვა

სტოლტენბერგი აღიარებს, რომ პუტინი NATO-ს გაფართოების გამო შეიჭრა უკრაინაში

0

გასულ კვირას NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღიარა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რათა ალიანსის გაფართოება თავიდან აეცილებინა.

„საფუძველი ის იყო, რაც პრეზიდენტმა პუტინმა 2021 წლის შემოდგომაზე განაცხადა და მან ხელშეკრულების პროექტი გამოგვიგზავნა. რუსებს სურდათ, რომ NATO-ს მასზე ხელი მოეწერა და პირობა მიეცა, რომ არ გაფართოვდებოდა“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. იგი გულისხმობდა 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ აშშ-ისა და ალიანსისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წინადადებებს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.

„მან ეს გამოგვიგზავნა. ეს იყო წინაპირობა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. რა თქმა უნდა, მას ხელი არ მოვაწერეთ“, – დასძინა NATO-ს ხელმძღვანელმა. რუსეთის მოთხოვნებს შორის უპირველესი იყო იმის გარანტირება, რომ უკრაინა ალიანსში არასოდეს გაწევრიანდებოდა, რაზეც ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა.

სტოლტენბერგმა ეს სიტყვები მაშინ განაცხადა, როდესაც ფინეთის ალიანსში გაერთიანებისა და შვედეთის მოსალოდნელი წევრობის საკითხებს განიხილავდნენ. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხდა ის, რასაც პუტინი არ ისურვებდა.

„ასე რომ, მან ომი იმიტომ დაიწყო, რომ თავიდან აეცილებინა NATO-ს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის კიდევ უფრო მიახლოება. თუმცა საპირისპირო მიიღო. NATO კიდევ უფრო გაფართოვდა აღმოსავლეთით. ფინეთი უკვე შეუერთდა ალიანსის რიგებს და შვედეთი მალე გახდება მისი სრულუფლებიანი წევრი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

NATO-ს ხელმძღვანელის კომენტარები ეწინააღმდეგება აშშ-ის მთავრობისა და მედიასაშუალების განცხადებებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა „პროვოცირებული არ იყო“.

https://news.antiwar.com/2023/09/11/stoltenberg-acknowledges-putin-invaded-ukraine-over-nato-expansion/

https://caitlinjohnstone.com.au/2023/09/09/nato-chief-openly-admits-russia-invaded-ukraine-because-of-nato-expansion/