ეკონომიკა

სტივ ფორბსი: ძალიან საშიში ეკონომიკური კატასტროფა გველის წინ

0

თბილი ამინდების და შეფერხებული ეკონომიკის გამო ენერგო რესურსებზე დაბალი მოთხოვნა, მხოლოდ დროებით აჩერებს მომავალ ენერგეტიკულ კატასტროფას.

გაზრდილი წარმოების, მარაგების და ამ დროისთვის თბილი ამინდების ხარჯზე, აშშ და ევროპა ახერხებენ ზამთარს შეეგებონ, საყოფაცხოვრებო საჭიროებების დეფიციტის და ენერგორესურსებზე დამოკიდებული საწარმოების მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე.
ბუნებრივი აირის საცავები სავეა, ტანკერების დგანან ევროპის სანაპიროებთან, ზაფხულის პიკის შემდეგ, ბუნებრივი აირის ფასი ამერიკაში 40%-ით შემცირებულია, მაგრამ არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ მძიმე ენერგო კრიზისი აღარ იქნება. ცივი ამინდი დააჩქარებს მარაგების გახარჯვას, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში. უკანასკნელ წლებში ნავთობისა და გაზის წარმოებაში ინვესტიციები მთელი 70%-ით შემცირდა. ამასთან, ძალიან მალე დიზელის საწვავზე დეფიციტი შეიქმნება.
გარემოს დამცველების ზეწოლით, ხელისუფლებებმა მიიღეს წიაღისეული ენერგო რესურსების მოპოვების შემზღუდავი რეგულაციები. ამის საპირისპიროდ, ისინი მასიურად ასუბსიდირებდნენ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებებს. ფინანსური ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ კამპანიაში ჩართულები და ზოგიერთმა ბანკმა შეაჩერა ისეთი პროექტებისთვის კრედიტების გაცემა, რომელიც წიაღისეული ენერგო რესურსების მოპოვებას უკავშირდებოდა. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ განახლებად ენერგიას არ შეუძლია ჩაანაცვლოს წიაღისეული ენერგო რესურსები.
ნავთობი, ესაჭიროება პროდუქტების და ადამიანების სატრანსპორტო საშუალებების 95%-ს. ამიტომ, ეკნომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინვესტიციების გაზრდა გაზისა და ნავთობის წარმოების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. მაგრამ ასეთი ინვესტიციებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო გარანტიების არსებობა, ენერგო კომპანიებმა და მწარმოებლებმა უნდა იგრძნონ სიმყარე, რადგან დიდი წარმოება, დიდ დანახარჯებსაც მოთხოვს. ამის საპირისპიროდ, ბაიდენმა, კაბინეტში შესვლისთანავე შეაჩერა მილსადენის (keystone xl pipeline) მუშაობა, რომლის ექსპლუატაციის შემთხვევაშიც, ის მოგცემდა იმდენივე ნავთობს, რამდენსაც ჩვენ ვიღებთ OPEC-დან. ასევე, პრეზიდენტის თავდასხმებმა გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაზე და მოგების გადასახადის გაზრდის საფრთხემ კიდევ უფრო შეამცირა ინვესტიციები.
საბედნიეროდ, კონგრესში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც გააუქმებენ ბაიდენის მიერ თვითნებურად დაწესებულ შეზღუდვებს. ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ფედერალურ მიწებზე გაზისა და ნავთობის მოპოვება/წარმოება. განახლებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ ასევე, შესაძლებელი უნდა გახადოს ღია ზღვაში ჭაბურღილებით მოპოვება. ამერიკელები ამით მხოლოდ სარგებელს მიიღებენ, რადგან მათ საგრძნობლად შეუმცირდებათ დანახარჯები ენერგიაზე.
ევროპაში, ალბათ უფრო დიდი დრო დაჭირდებათ, რადგან იქ მწვანე მოძრაობის მიმდევრებმა, მხოლოდ ეხლა აღმოაჩინეს, რომ ბუნებრივი გაზი სრულებითაც სუფთა საწვავი ყოფილა. ალბათ გერმანიაც მიხვდება, რომ მეტი ბუნებრივი გაზის წარმოება ჯობია ხვეწნას, გაჩერებული ქვა-ნახშირის სადგურების ამუშავებასთან დაკავშირებით, რომლებიც გარემოს მძიმედ აზიანებენ.