ახალი ამბებისლაიდერი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხური პოზიციებიდან აზერბაიჯანულ დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნეს

0

11 სექტემბერს, 20:40 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ჭამბარაკის რაიონის ჯილის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან მცირეკალიბრიანი იარაღის გამოყენებით კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულნი არიან გადაბაის რაიონის ნოვოივანოვკას დასახლების მიმართულებით.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა აღნიშნული მიმართულებით საპასუხო ზომები მიიღეს.

წყარო: https://mod.gov.az/en/news/azerbaijan-army-positions-were-once-again-subjected-to-fire-in-gadabay-direction-49193.html