22 მაისი, 2023 წ.
22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა, რომ ერევანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს.
„ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომლის ფართობი 86 ათასი კვადრატული კილომეტრია და მასში მთიანი ყარაბაღიც შედის“, – განაცხადა პაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ აღიარება იმ შემთხვევაში მოხდება თუ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ. მანამდე კი ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება გაიმართა.