პოლიტიკასხვადასხვა

„სიღრმისეული სახელმწიფოს’ მოთხოვნა: გერმანიის სადაზვერვო სამსახურის უფროსი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხმა არ მისცენ პარტია ‘ალტერნატივა გერმანიისთვის“

0

24 ივნისი, 2023 წ.

ბოლო ხანებში გერმანიაში ჩატარებულ გამოკითხვებში კონსერვატიულმა პარტია ‘ალტერნატივა გერმანიისთვის’ (AfD) მეორე ადგილი დაიკავა და მმართველი სამთავრობო კოალიციის ყველა წევრს, მათ შორის სოციალ-დემოკრატებს, გაუსწრო, რომლის რიგებშიც ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლციც ირიცხება.

გერმანიაში ამ კონსერვატიული პარტიის პოპულარობა მაინც გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მედია და პარტიის წევრები, რომლებსაც გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) უთვალთვალებდა, მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

BfV-ის ხელმძღვანელმა თომას ჰალდენვანგმა გერმანელები პირდაპირ გააფრთხილა, რომ AfD-ს არ მისცენ ხმა. მისი თქმით, პარტიის ხედვები გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ნათქვამია ჟურნალ ‘შპიგელის’ (Der Spiegel) სტატიაში.

„AfD-ი ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევა. ეს განსაკუთრებით ეხება სიძულვილსა და აგიტაციას, რომელიც ყველა სახის უმცირესობის, უმცირესობების, მიგრანტების, მუსულმანებისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ამ პარტიისა და მისი მისწრაფებების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს პარტია ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ლიბერალურ საბაზისო წესრიგის… ჩვენი დემოკრატიისთვის მთელმა საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს“, – განაცხადა ჰალდენვანგმა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„მისი სიტყვები ადასტურებს, რომ ამ საიდუმლო სპეცსამსახურს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, გერმანიაში ოპოზიციის შევიწროვებისთვის იყენებენ“ – აღნიშნა  AfD-ისა და ბუნდესტაგის წევრმა პეტრ ბისტრონმა.

ჰალდენვანგი BfV-ის ხელმძღვანელად 2018 წელს დანიშნეს. ყოფილი უფროსი ჰანს-გეორგ მაასენი დაკავებული თანამდებობიდან იმჟამინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გაათავისუფლა. მაასენი ‘მიგრანტებზე ნადირობის’ შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს დაუპირისპირდა. ეს განცხადებები ქალაქ კემნიცში დაწყებულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, როდესაც ადგილობრივი მცხოვრები სირიელმა თავშესაფრის მაძიებელმა ცივი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს.  BfV-ის ყოფილ ხელმძღვანელს AfD-ის მიმართ თანაგრძნობაშიც დასდეს ბრალი. ჰალდენვანგის დანიშვნის შემდეგ BfV-მა AfD-ის მიმართ მიდგომა შეცვლა. 2019 წელს პარტიის წევრების თვალთვალი დაიწყეს.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებულმა ერთმა ცნობილმა ანალიტიკურმა ცენტრმა AfD-ის აკრძალვა მოითხოვა. გერმანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში კი განაცხადეს, რომ AfD-ს „თავისუფალი დემოკრატიული საბაზისო წესრიგის განადგურება“ სურს.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/deep-state-demand-german-spy-chief-warns-germans-not-to-vote-for-afd/