„თქვენ ბრძანეთ, რომ უკრაინა ეტაპობრივად იბრუნებს ტერიტორიებს… ეს ხომ დიდი ტყუილია?! დაღუპულია ნახევარმილიონამდე ადამიანი! უკრაინას უწევს მობილიზაციის გამოცხადება და არსებობს ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ გაწვევა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა და ადამიანებმა ფსიკური ჯანმრთელობის პრობლემებით. სისხლიანმა ომმა გამოფიტა ყველაფერი. ამ ომის გაგრძელება უდიდესი სისასტიკეა! თუ თქვენ ასე განიცდით, რას აკეთებთ იმისთვის რომ მშვიდობა დამყარდეს და გადარჩეს უკრაინელთა სიცოცხლე?!
სტოლტენბერგი – არავის უთქვამს, რომ ეს მარტივი იქნებოდა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ეს იქნებოდა მძიმე და სისხლიანი კონტრშეტევა. ვხედავთ, რომ რუსეთი თავს კარგად იცავს.“