გთავაზობთ ერთ-ერთი მკითხველისგან გამოგზავნილ წერილს, რომელიც კარგად იცნობს „განათლებულ წითელგვარდიელთა კლასს“, რომელსაც ამერიკა დაღუპვის პირას მიჰყავს
ავტორი: როდ დრეჰერი
ხედავთ ზემოთ მოცემულ პოსტერს? მას Walmart.com-ზე წავაწყდი, არ ვხუმრობ. წინამდებარე პოსტი იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც ეს აბრა თავიანთ ეზოებში გამოფინეს. მკითხველმა, რომელსაც პირადად ვიცნობ, იცის რაზეც საუბრობს:
„თქვენმა ბოლო სტატიამ (The Woke Tipping Point) ჩემი ყურადღება მიიპყრო, რადგან ეს თემა ძალიან გვაინტერესებს. ამის შესახებ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ განსაკუთრებით ერთი რამ ნამდვილად მაეჭვებს, რამდენად მივუახლოვდით მზარდ ანტინატალიზმს,(ადამიანთა გამრავლების მოწინააღმდეგე იდეოლოგია) რომელსაც განათლებული „წითელგვარდიელების“ კლასი უდგას სათავეში.
ცოტა ხნის წინ ძალიან ძვირფას სტუმარს ვუმასპინძლეთ, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მისიონერული ჯგუფის წევრია. შეხედულებათა გაზიარების მანერა შეიცვალა. მათ ზიზღითა და თავდაჯერებულობით გადმოგვცეს ბრძანებები, ათი წლის წინ აზრებს სხვაგვარად გამოხატვდნენ. გაგვაოგნა განცხადებამ, რომლის თანახმადაც ქალები ყველგან უნდა გათავისუფლდნენ „ოჯახური ღირებულებებისგან“. ეს ადამიანი ამ სიტყვებს 15 წლის წინ ვერასოდეს იტყოდა. ასეთმა კოლონიალურმა აზროვნებამ შეგვაშფოთა, რადგან იგი ისეთ ადამიანებთან მუშაობს, რომლებსაც ზიზღი ამოძრავებთ.
მართლაც, ეს ადამიანი, რომელიც თაობა X (Generation X) მიეკუთვნება, დიდი ზიზღით უყურებდა იმ ყველაფერს, რაც კუთვნილებას უკავშირდება. ქორწინება და ურთიერთობები მთლიანად დაინგრა და დღესდღეობით სრულად საქმიანი შეთანხმების ხასიათი მიიღო. მათმა ზოგიერთმა ნათქვამმა გამაოგნა. ათწლეულების წინ იგი საკმაოდ „ნორმალური“ ადამიანი იყო, რომელსაც ოჯახისა და ბავშვების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა. ახლა ისინი მხოლოდ ძალაუფლებისა და იდენტობის ენაზე გვესაუბრებიან, რომელმაც ის ცხოვრება უნდა ჩაანაცვლოს, რომლის შესაქმნელადაც ცუდად იყვნენ მომზადებული.
თქვენმა ერთმა კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი სახლების მფლობელები BLM-ის აბრებს ხსნიან. მაგრამ შეხედეთ ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულ Antifa-ს აქტივისტებსა და მათ მომხრეებს (კიდევ ვფიქრობ იმ 50 წლამდე ასაკის ადამიანებზე, რომლებსაც ვიცნობ): საშუალო კლასის წარმომადგენლებით დაწყებული, მილიონერებით დამთავრებული, როგორც წესი, თეთრკანიანები, მრავალდიპლომიანები და უშვილოები არიან. ეს არის ადამიანთა სწრაფად მზარდი კლასი, რომლებიც ოჯახს ვერ აღიქვამენ, არ ჰყავთ მეგობრები, არც დიდი ფიზიკური უნარებით გამოირჩევიან და თავიანთ მნიშვნელობასა და წარმატებას აქტივიზმით აღწევენ. ეს არის მათი იდენტურობა. მათ არ ჰყავთ შვილები, რომ გადასცენ სიყვარული, მაგრამ აქვთ დრო და საშუალება დაიკავონ ის პოზიციები, რომლებიც ბავშვების აღსაზრდელად საერთაშორისო კულტურულ ენას ქმნიან.
ამ ჯგუფის წევრები დაკარგული ადამიანები არიან. ამ პროცესს არაერთხელ შევსწრებივარ. მრავალი მიზეზი არსებობს თუ რატომ მოხვდნენ ისინი ამ ხაფანგში. ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარების უუნარობა; უწყვეტი პროპაგანდა; ემოციური მოთხოვნილება იყოს „გოგონების ან ბიჭების ხელმძღვანელი“, რომელიც სიხარულით იყენებს ამ შანსს, რათა სრულიად გააკონტროლოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც მათი ადრეული ბრწყინვალება ვერ შეამჩნია. 20-იან წლებში გამეფებულ ესკაპიზმს, რაც ნარკოტიკებისა და სპირტიანი სასმელების მიღებით გამოიხატებოდა, მოჰყვა გამოღვიძებული-პურიტანული მონანიება იმ ფორმით რომ გაანადგურეს ყველაფერი; ამის მიზეზები უამრავია. ჩვენი ფსევდონეიტრალური კულტურა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაბატონდა, ადამიანებს ცხოვრების საფუძველს არ აძლევს, რომ აღარაფერი ვთქვათ შვილების ყოლაზე. იგი მხოლოდ შიშს უნერგავს, გაითვალისწინონ ექსპერტების აზრი და ჭამა-სმას დაუთმონ ყურადღება. მასობრივი კულტურის კარგმა მოსწავლეებმა აითვისეს ის, რაც ასწავლეს და ახლა, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფრის დაწვა სურთ, რათა უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვონ სწორედ იმ ინსტიტუტებში, რომლებშიც პირველ რიგში უიმედობა ჩანერგეს.
ასე რომ, ეს აბრები შეიძლება გაქრეს, მაგრამ მათ ადგილს სხვა აბრები დაიკავებენ. ეს მხოლოდ კრიზისის დასაწყისია. ეს საქმე უფრო სერიოზულია, ვიდრე მამაკაცის ან ქალის განსაზღვრა: სწორედ ეს გვიბიძგებს გავიგოთ თუ რატომ არის ადამიანის სიცოცხლე ღირებული“.
როდ დრეერი გამოცემა The American Conservatives-ის მთავარი რედაქტორია, რომელსაც ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი რამდენიმე ბესტსელერის ავტორიცაა. როდ დრეერი ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ რუჟში ცხოვრობს.
წყარო: https://is.gd/Uqw1QJ