პოლიტიკასხვადასხვა

შოკი, ბრაზი, ღალატი: რა ხდება კატარგეიტის სკანდალით დაზარალებული ევროპარლამენტის სოციალისტური ჯგუფის შიგნით

0

არჩევნების მოახლოების ფონზე უნდობლობა მძვინვარებს ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ფრაქციის შიგნით.

ბრიუსელი – ევროპარლამენტის სოციალისტი დეპუტატები ეჭვის თვალით უყურებენ თავიანთ კოლეგებსა და თანაშემწეებს და აინტერესებთ, რომელი სავარაუდო მოკავშირე აღმოჩნდება მატყუარა, რადგან კორუფციულ სკანდალში ახალი დეტალები იკვეთება.
ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფის შიგნით დიდი ხნის განმავლობაში არსებული გეოგრაფიული განხეთქილებები უნდობლობასა და უთანხმოებას იწვევს. წევრები არ ეთანხმებიან იმას თუ როგორ დაიცვან თავიანთი კოლეგები, რომლებიც დანაშაულში არიან გარეული. სხვები გულით ატარებენ უკმაყოფილებას იმის შესახებ თუ როგორ განიხილავდა ჯგუფის ხელმძღვანელობა თვეების განმავლობაში მათი დეპუტატის, ევა კაილის, პრობლემებს, რომელიც სასამართლო პროცესზე დააპატიმრეს.
ამ ჯგუფმა შესანიშნავი სოლიდარობა აჩვენა ე.წ. „კატარგატის“ სკანდალისას, რა დროსაც გაისმა ბრალდებები, რომ უცხო ქვეყნები ევროპელ კანონმდებლებს ნაღდი ფულით ან სხვადასხვა სახის ძვირფასი საჩუქრებით ქრთამავდნენ. „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D) ლიდერმა, ირაჩე გარსია პერეზმა, თავი მოუყარა ერთიან პასუხს, რომ შეიქმნას ეთიკური რეფორმის შესახებ ამბიციური გეგმა და დაიწყოს შიდა გამოძიება, რომელიც მისი ლიდერების მიმართ ღია გამოწვევა არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის მემარცხენე ცენტრისტები მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოების ნდობის დაბრუნებაზე ფიქრობენ, თავად წევრებს შორის ნდობის ხარისხი მცირდება.
„ვგრძნობ, რომ იმ ადამიანებმა მიღალატეს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის კოლეგები არიან“, – განაცხადა S&D-ის ჰოლანდიელმა წვერმა მოჰამედ ჩაჰიმმა. „მაფიქრებს, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური მსხვერპლი ვართ და იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა“.
S&D-ის ევროპარლამენტის წევრები ებრძვიან არა მხოლოდ პირადი ღალატის გრძნობას, არამედ კორუფციასთან დაკავშირებულ შიშს, რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს იმედის მომცემ საარჩევნო პერსპექტივებს.
სოციალ-დემოკრატები ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების გამო მოუთმენლად ელოდებოდნენ 2024 წელს მიუხედავად მუდმივი ინფლაციისა, რაც გერმანიაში ოლაფ შოლცის დაწინაურებამ და კონტინენტზე ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის, პოპულარობამ განაპირობა.
„წარმოდგენაც კი არ გვქონდა თუ რა ხდებოდა“, – განაცხადა გარსიამ და პირობა დადო, რომ ჯგუფის შიდა გამოძიება გაარკვევს შეცდომებს. „ადამიანებს, რომლებიც გამოძიებაზე აგებენ პასუხს, მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ“.

„ყველაზე მშფოთარე პლენარული სხდომა“

შოკი, გულისწყრომა და ღალატი პოლიტიკური პარტიის დახურულ სხდომაზე ექოსავით გაისმა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ბელგიის პოლიციამ S&D-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის ყოფილი იტალიელი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანცერი და ბერძენი ამომავალი ვარსკვლავი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი, დააკავა.
„კატარგეიტის გამოაშკარავება საშინელი შოკი იყო S&D-ის პერსონალისა და ევროპარლამენტარებისთვის“, – განაცხადა S&D-ის პრესპიკერმა. „ბევრმა მათგანმა იგრძნო რომ უღალატეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დააზარალეს. ვინც ოდესმე  კრიმინალების მსხვერპლი გამხდარა, მიხვდება, რომ ასეთი უსიამოვნების დაძლევას დრო სჭირდება“.
პირველი დაპატიმრებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც S&D-ის წევრები სტრასბურგში პარლამენტის სესიაზე შეიკრიბნენ, რამდენიმე წევრისთვის ეს ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ირაჩე გარსია პერეზისთვის, რომელიც, სამი დამსწრე ადამიანის თქმით, ერთ მომენტში ატირდა კიდეც.
„ჩვენ ყველა არა მხოლოდ პოლიტიკური მანქანები, არამედ ადამიანებიც ვართ. ასეთ კრიზისთან ადაპტაცია და გამკლავება ადვილი არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ზოგიერთ მათგანს ენდობოდით“, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა და S&D-ის ვიცე-თავმჯდომარემ გაბრიელე ბიშოფმა.
ჯგუფმა სასამართლო პროცესისადმი თვალის მიდევნება არ ისურვა, ასევე მხარი დაუჭირა ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას (ბერძენი ევროპარლამენტარი ადვოკატის მეშვეობით მუდმივად ამტკიცებს თავის უდანაშაულობას). ჯგუფის ხელმძღვანელობამ ზეწოლა განახორციელა იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ ამ საკითხებთან ან სკანდალში გახვეულ ადამიანებთან, რათა მათ საკანონმდებლო საქმიანობა მიეტოვებინათ, თუნდაც ბრალდება არ ჰქონოდათ წაყენებული.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მშფოთარე პლენარული სხდომა იყო, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია“, – განაცხადა ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა და S&D-ს წევრმა ანდრეას შიდერმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს იმ კომიტეტში, რომელსაც „კატარგეიტის“ შემდეგ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა ევალება. „თუმცა სწრაფად მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები“.
გასული წლის დეკემბერში S&D-ის იერარქიამ  ევა კაილი  ჯგუფიდან გაირცხა. ასეთი ბედი ეწია კიდევ ორ ევროპარლამენტარს, რომელიც მოგვიანებით გამოძიებაში ჩაერთო.
ახლა S&D-ის წევრი ბევრი ევროპარლამენტარი საკუთარ თავს ეკითხება, როგორ მოხდა, რომ ადამიანთა კლასტერმა ასეთი გავლენა მოახდინა სოციალისტების ჯგუფზე, ასე სწრაფად როგორ აღზევდა ევა კაილი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობამდე და როგორ მალავდნენ, სავარაუდოდ, კორუფციულ სქემებს, წლების განმავლობაში.

როგორც ოჯახი
ბელგიის ხელისუფლების ჩატარებული თავდაპირველი ოპერაციის შედეგად არა მხოლოდ პანცერი და კაილი დააკავეს, არამედ ამ უკანასკნელის პარტნიორი  ფრანჩესკო ჯორჯიც, რომელიც ევროპარლამენტში მრჩევლად მსახურობდა. ჯორჯი წლების განმავლობაში პანცერისთვის მუშაობდა. მოულოდნელად პანცერის ყველა ყოფილი თანაშემწე, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობდა, ეჭვმიტანილი აღმოჩდა. პანცერი ერთწლიანი პატიმრობის სანაცვლოდ გამომძიებლებთან თანამშრომლობას დათანხმდა. ყოფილმა იტალიელმა ევროპარლამენტარმა თანხმობა განაცხადა, რომ გამომძიებლებს მოქმედი კრიმინალური სტრუქტურების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა ბელგიის სოციალისტური პარტიის წევრი მარი არენა, რომელმაც 2019 წელს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანტონიო პანცერი ჩაანაცვლა.
არენას თავის წინამორბედთან ახლო მეგობრობა აკავშირდებდა. ბელგიელი პოლიტიკოსი პანცერის თანაშემწის ქორწილშიც მისი (ყოფილი იტალიელი ევროპარლამენტარის) მეწყვილის რანგშიც კი შენიშნეს. იურიდიული დოკუმენტების თანახმად, რომელიც „პოლიტიკოს“ (POLITICO) ჩაუვარდა ხელში, გამოძიებასთან კიდევ ერთი ევროპარლამენტარი და S&D-ის წევრი ალესანდრა მორეტია დაკავშირებული.
გარსიას კაბინეტის უფროსის, ლორა ბალარინის, გამოჩენამ, რომელიც ჯორჯისთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს და კაილისთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში იახტაზე ისვენებს, შემოგვთავაზა იმის ბულვარულ-მეგობრული მაგალითი, რომ ბრალდებულებს ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ.
„როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა პირველი ვიყავი, რომელსაც თავზარი დაეცა, ტკივილი და დიდი ღალატი ვიგრძენი“, – განუცხადა ბალარინმა „პოლიტიკოს“. „თუმცა ჩემს პირად ურთიერთობებს ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის ხელი არასოდეს შეუშლია“.
ხელბორკილები ჯგუფის კიდევ ორ წევრს დაადეს. სამართალდამცავებმა იტალიელი ანდრეა კოცოლინო და ბელგიელი მარკ ტარაბელა დააკავა. ეს უკანასკნელი იმით არის ცნობილი, რომ სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმული ევროპარლამენტის პერსონალს საშობაო საჩუქრებს ურიგებდა. კაილის მსგავსად ისინიც გარიცხეს S&D-ის ჯგუფიდან. ტარაბელა და კოცოლინო დანაშაულს არ აღიარებენ.

წყარო: 
1. https://is.gd/QqQzwi
2. https://is.gd/e5fjB9
3. https://is.gd/9Qmv4b