მთავარი ამბავი

შარლ მიშელი: ევროპა ბრმად ვეღარ გაჰყვება ვაშინგტონის პოლიტიკას

0

ევროპა მიესალმება მაკრონის იდეას ‘სტრატეგიულ ავტონომიის’ შესახებ.

ბრიუსელი – ევროპელი ლიდერები „სტრატეგიულ ავტონომიასთან“ დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას მოწონებით ხვდებიან. ამის შესახებ სამშაბათს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროპამ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და პეკინსა და ვაშინგტონს შორის ტაივანის კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს. მაკრონის აზრით, ბებერი კონტინენტი მესამე ზესახელმწიფო უნდა გახდეს და ტაივანის საკითხთან მიმართებით აშშ-ის ან ჩინეთის პოზიციას ბრმად არ უნდა იზიარებდეს.
„წინა წლებთან შედარებით სტრატეგიულ ავტონომიასთან დაკავშირებით სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება“, – განაცხადა მიშელმა ფრანგულ სატელევიზიო შოუ La Faute à l’Europe-ისთვის (რომელსაც POLITICO-სთან პარტნიორობს) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გავა სატელევიზიო ეთერში.
„ცხადია, რომ აშშ-თან ურთიერთობის შესახებ ევროსაბჭოში შეიძლება განსხვავებული აზრები ჰქონდეთ და ამ საკითხთან მიმართებით სენსიტიურობაც იგრძნობოდეს. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი იმას არ იტყოდა, რაც ემანუელ მაკრონმა თქვა. ვფიქრობ, რომ მასსავით საკმაოდ ბევრი ევროპელი ლიდერი ფიქრობს“, – აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
„შეერთებულ შტატებს მართლაც ძალიან ვართ მიჯაჭვული და ემანუელ მაკრონს სხვა არაფერი უთქვამს. მაგრამ თუ აშშ-სთან ალიანსი იმას გულისხმობს, რომ ბრმად, სისტემატურად ვიზიარებთ შეერთებული შტატების პოზიციას ყველა საკითხში, მაშინ არა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

წყარო: https://www.politico.eu/article/europe-warming-up-to-macrons-strategic-autonomy-push-says-charles-michel/?fbclid=IwAR0xCDmqqbprHTSUzuRkR5dM_FStRApf8fnLt-WO_3BspVIejaGezRbOg-A