პოლიტიკასხვადასხვა

სენატორი რიჩარდ ბლექი – სადამდეც ჩვენ გვენდომება ამ ომის გაგრძელება, იქამდე ვიომებთ და ამისათვის გამოვიყენებთ უკრაინელებს, როგორც მარიონეტებს! ჩვენ ვიბრძოლებთ უკანასკნელი უკრაინელის დაღუპვამდე (ვიდეო)

0

სენატორი რიჩარდ ბლექი
2022 წლის 27 ივნისი

ჩვენ, აშშ-სა და NATO-ს სულ არ გვადარდებს რამდენი უკრაინელი დაიღუპება, სამხედრო იქნება ის თუ მშვიდობიანი მოქალაქე… ბავშვი, ქალი თუ ჯარისკაცი…
ეა ყველაფერი დიდ საფეხბურთო მატჩს ემსგავსება, ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდი და გვინდა მაქსიმალური სხვაობით დავამარცხოთ სხვისი გუნდი ისე, რომ არც კი გვაინტერესებს, რამდენი ჩვენი მოთამაშე დაზიანდება მოედანზე.
ჩვენ ვაგზავნით წარმოუდგენელი რაოდენობის შეიარაღებას, რის შედეგადაც იარაღის ინდუსტრია იღებს უზარმაზარი ოდენობის შემოსავალს, გადასახადის გადამხდელთა ფულით!
მე ვფიქრობ საბოლოო შედეგზე ეს მაინც ვერ იმოქმედებს და რუსეთი აჯობებს უკრაინას, რომელიც აღმოსავლეთით ურთულეს პოზიციაშია.
მოდით გადავხედოთ, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი…
პრეზიდენტმა პუტინმა, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, უდიდესი ძალისხმევა გაიღო, იმისათვის რომ შეეჩერებინა ომისაკენ სვლა. მან NATO-ს მოლაპარაკების მაგიდასთან წარუდგინა კონკრეტული წინადადებები და სამშვიდობო შეთავაზებები, იმისათვის რომ განემუხტა ის რაც მოსალოდნელი იყო. უკრაინელები ამ დროს დონბასზე შეტევისთვის ემზადებოდნენ. პუტინი კი, ცდილობდა თავიდან აერიდებინა ეს სცენარი, მაგრამ NATO-მ ყურად არ იღო და არც კი ეცადა სერიზული საუბარი ეწარმოებინა რუსეთთან.
ხედავდა რა პუტინი, შეიარაღებულ უკრაინელებს საკუთარ საზღვრებთან სიახლოვეს, რომლებიც ემზადებოდნენ რუსი ჯარისკაცების დასახოცად, მიიღო გადაწყვეტილება პირველი გადასულიყო შეტევაზე.
თქვენ მარტივად შეგიძლიათ გააანალიზოთ, რომ ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული შეტევა, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო ჰიტლერის თავდასხმა პოლონეთზე. შეტევისას, სტანდარტული წესია, რომ მოწინააღმდეგესთან უნდა გქონდეს სამი-ერთთან უპირატესობა. შენ მობილიზებული უნდა გყავდეს მეტოქეზე სამჯერ მეტი ჯარისკაცი, უნდა მოამზადო სამჯერ მეტი არტილერია თუ სხვა შეიარაღება. რუსეთმა შეტევა წამოიწყო იმ ძალებით, რისი მობილიზებაც მოკლე დროში შეძლო და როდესაც ის შეიჭრა, ჯკრაინელები აღემატებოდნენ რუს ჯარისკაცებს. 250 000 სამხედრო ყავდა ზონაში უკრანას, ხოლო 160 000 რუსეთს. ასე, რომ ნაცვლად სამჯერ მეტი რაოდენობისა, რუსეთი ჩამორჩებოდა უკრაინას ჯარისკაცების რიცხოვნობით, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დარტყმა, უკრაინელების მხრიდან დონბასზე თავდასხმის პრევენციის მიზნით.
დონბასი უკრაინის ის რეგიონია, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და მხარს არ უჭერდა 2014 წელს რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსულ ძალებს. უკრაინა კი, დიდი ძალებით ემზადებოდა დონბასზე შეტევისთვის, ამიტომ რუსეთმა გამოაცხადა რეგიონის დამოუკიდებლობა და იძულებული გახდა შესულიყო დონბასში.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ რუსეთი იმედოვნებდა ამ ოპერაციის განხორციელებას, ისე რომ დიდი ზიანი არ მიეყენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რადგან ის თვლის რომ უკრაინელები მათი მოძმე სლავი ხალხია. მახსენდება ცნობილი ფოტო, რომელზეც ასახულია მომენტი, როცა რუსულ ტანკს გადაეღობა უკრაინული მოსახლეობა, დაახლოებით 40 ადამიანი და ტანკი გაჩერდა… მინდა გითხრათ, რომ თუ ვიეტნამში ამერიკულ ტანკს გზას გადაუღობავდნენ ადგილობრივები, ჩვენი ტანკი ნამდვილად არ შეანელებდა, არც გამაფრთხილებელ გასროლას განახორციელებდა ის უბრალოდ გააგრძელბდა გზას…
ეს ძალიან ნიშანდობლივია! მე ამით არ ვაკრიტიკებ ამერიკელებს, მეც ვიყავი და ვიბრძოდი იქ, თუ რამეს ვამბობ პირველ რიგში ჩემ თავს ვგულისხმობ.
მე იმის თქმა მინდა, რომ რუსების მიდგომა იყო ძალიან ფრთხილი. მათ არ სურდათ ზიზღისა და მტრული სულისკვეთების გაღვივება. თავდაპირველად რუსეთი არ ბომბავდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგების და საკომუნიკაციო სისტემებს, ისინი არ ანადგურებდნენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რადგან ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ სურდათ ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელება. მაგრამ ამ მიდგომამ არ გაამართლა. უკრაინელების წინააღმდეგობა აღმოჩნდა მოულოდნელად მტკიცე და გმირული, ამიტომ თამაში ბევრად უფრო სერიოზული გახდა. საკვირველი ის იყო, რომ რუსეთი სრულად დომინირებდა ჰაერში, მაგრამ არ ბომბავდა რკინიგზას, ენერგო-მწარმოებელ ქარხნებს, არ ბომბავდა ადმინისტრაციულ შენობებს უკრაინის დედაქალაქში. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ იმედოვნებდნენ მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არ მგონია, რომ უკრაინა იღებდეს გადაწყვეტილებას მშვიდობა იყოს თუ ომი! ეს გადაწყვეტიკება მიიღება ვაშინგტონში! სადამდეც ჩვენ გვენდომება ამ ომის გაგრძელება, ჩვენ იქამდე ვიომებთ და ამისათვის გამოვიყენებთ უკრაინელებს, როგორც მარიონეტებს! ჩვენ ვიბრძოლებთ უკანასკნელი უკრაინელის დაღუპვამდე…