პოლიტიკასხვადასხვა

სენატორი რენდ პოლი ოჰაიოს გუბერნატორს ურჩევს თუ სურს, რომ ბაიდენისგან ფედერალური დახმარება მიიღოს, ზელენსკის ნიღაბი უნდა ატაროს

0

თემაზე, ამერიკულ სოც.მედიაში ე.წ. მიმები ვრცელდება

გასულ კვირას ოჰაიოში ინციდენტი მოხდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რასაც ქიმიური ნივთიერებების დაღვრა და აალება მოჰყვა. მომხდარი შემთხვევის შეგებების აღმოფხვრის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველჰყოფის მიზნით, შტატის გუბერნატორმა დახმარების თხოვნით მიმართა ფედერალურ მთავრობას. შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორს, მაიკ დევაინს, ფინანსურ დახმარებაზე უარი განუცხადეს. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მატარებლის ინციდენტი არ კლასიფიცირდება, როგორც ბუნებრივი კატასტროფა (მაგ: ქარიშხალი, მიწისძვრა და ა.შ.) მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დიდი აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისმა სამსახურებმა მატარებლის სატვირთო ვაგონებიდან ხელოვნურად გადმოღვარეს ქიმიური ნივთიერებები, რასაც შესაძლოა მიჰყოლოდა ჰაერისა და წყლის დაბინძურება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მასშტაბური ღონისძიებების გატარება, რისთვისაც დამატებითი თანხების გამოყოფაა საჭირო. გუბერნატორის თხოვნაზე მიღებული უარი განხილვის თემა გახდა. დისკუსიამ ერთგვარი იუმორისტული ხასიათიც მიიღო და ამერიკულ სოც-ქსელებში არაერთი ე.წ. მიმი გავრცელდა. მოქალაქეები აყენებდნენ ინიციატივას, საკუთარი შტატი გამოეცხადებინათ უკრაინის ნაწილად და ამ ფორმით ეცადათ დახმარების მიღება ბაიდენის მთავრობისგან. საკითხს გამოეხმაურა სენატორი რენდ პოლი, რომელმაც გუბერნატორს მოუწოდა, ბაიდენთან დახმარების სათხოვნელად ზელენსკის ნიღბით წასულიყო და ამ შემთხვევაში, ის აუცილებლად მიიღებდა პრეზიდენტისგან დახმარებას.

©️ მომზადებულია geo-first.com-ის მიერ