არჩევნები ამერიკაშიმთავარი ამბავი

სენატისთვის ბრძოლა კულმინაციას აღწევს

0

რამდენიმე საათის წინ, არიზონას შტატში ბიულეტენების 83%-ის დათვლის შედეგად, დემოკრატების კანდიდატმა მარკ კელიმ გაიმარჯვა. მას 100.000-ზე მეტი ხმით ჩამორჩება რესპუბლიკელი კანდიდატი. დასათვლელი მანდატების რაოდენობის შესაბამისად იგი ვეღარ შეძლებს მოცემული ბალანსის შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში(სენატი) დემოკრატებმა 49-ე მანდატი მოიპოვეს. აღნიშნული გამარჯვებით, დემოკრატები გაუთანაბრდნენ რესპუბლიკელებს და ამ დროისთვის მანდატები ასე ნაწილდება – 49/49.
თუ რომელი პარტია აიღებს სენატზე ძალაუფლებას, დამოკიდებულია ორი შტატის შედეგებზე. აქედან, უკვე ცნობილია, რომ ჯორჯიის შტატში მეორე ტური გაიმართება, ხოლო ნევადაში ჯერ ბიულეტენების დათვლის შედეგად საბოლოო სურათი არ გამოკვეთილა. გადამწყვეტ შტატში ძალიან მცირე უპირატესობით რესპუბლიკელი კანდიდატი სარგებლობს. ნევადაში, ხმათა 94% დათვლილია და მოსალოდნელია, რომ ჯორჯიას მსგავსად, ვერც ნევადაში შეძლებენ კანდიდატები 50% – იანი ბარიერის გადალახვას და საჭირო გახდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება.