გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა სარაკეტო სისტემების დიაპაზონი შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ პირობა დადო, რომ მათ რუსეთზე უშუალო თავდასხმისთვის არ გამოიყენებდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ პენტაგონმა უკრაინაში გაგზავნილ ‘ჰაიმარსის’ სარაკეტო სასროლ დანადგარში კომპიუტერული პროგრამა შეცვალა. ამერიკელებს არ სურთ, რომ უკრაინელებმა მათი შორი დისტანციის რაკეტებით რუსეთს ზიანი მიაყენონ.
ამერიკული გამოცემა ვაშინგტონის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის არმიას ივნისის შემდეგ 20 ‘ჰაიმარსის’ სარაკეტო სასროლი დანადგარი გაუგზავნა. მათ შორის იყო თანამგზავრით მართული რაკეტები, რომელთა მოქმედება 80-კილომეტრიანი დიაპაზონით განისაზღვრებოდა, რაც უკრაინის საზღვრების დაცვასა და ქვეყნის აღმოსავლეთში თავმოყრილი რუსული ძალების უკრაინის სუვერენული ტერიტორიის შემდგომი შეჭრის შეკავებას უზრუნველყოფდა.
როგორც უნდა იყოს, პენტაგონმა სასროლ დანადგარებში გაააქტიურა სპეციალური ფუნქცია, რომელიც ზღუდავს რაკეტების უფრო შორ მანძილზე გასროლას. ამგვარად, უკრაინელები ამერიკული რაკეტებით რუსეთს ზიანის ვერ მიყენებენ.
ცხადია, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთ-უკრაინის ომის მასშტაბის შესანარჩუნებლად და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის გამწვავების თავიდან ასარიდებლად გადადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებს შეჰპირდა, რომ სარაკეტო სისტემებს არა რუსეთზე თავდასხმისთვის, არამედ თავდაცვის მიზნით გამოიყენებდა, თუმცა ვაშინგტონმა სხვგვარად ჩათვალა და მათი შესაძლებლობები მაინც შეზღუდა. სავარაუდოდ, შეერთებულმა შტატებმა ასეთი ნაბიჯით უკრაინას მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე მიანიშნა.
პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
„უსაფრთოებასთან დაკავშირებული ოპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საჯარო კომენტარს არ ვაკეთებთ მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებული სისტემების კონფიგურაციაზე,
„შეერთებული შტატები უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად საჭირო აღჭურვილობას კვლავ მიაწოდებს“, – დასძინა რაიდერმა.
წყარო: https://is.gd/0hvUn0