პოლიტიკასხვადასხვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერ სამიზნეებად გამოაცხადა

0

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა, ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერ „სამიზნეებად“ გამოაცხადა. ნულანდმა მათზე სამხედრო იერიშის მიტანას მხარი დაუჭირა და ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის მოწოდებით გამოვიდა.
ყირიმში მდებარე „დიდი სამხედრო ობიექტები“ უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერი სამიზნეებია. ნულანდის აზრით, თუ ნახევარკუნძულის დემინილიტარიზაცია არ მოხდება უკრაინა თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. მოსკოვმა პირობა დადო, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში „საპასუხო დარტყმებს“ განახორციელებს.
კარნეგის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინას ამ სამხედრო ობიექტებზე იერიშები მიიტანოს. გამოსვლის ტრანსლიაცია ‘იუთუბზე’ მიმდინარეობდა.
ვიქტორია ნულანდმა აუდიტორიას შეახსენა, რომ შეერთებული შტატები და ქვეყნების უმეტესობა არ სცნობს 2014 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის საფუძველზეც ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი გახდა. „ჩვენ ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მივიჩნევთ“. მოსკოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის ტერიტორიული საკუთრების საკითხი დახურულია. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სიტყვით, უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების პირობა „არ არსებობს და არც იარსებებს“.
ნულანდის განცხადებით, ყირიმში მდებარე „დიდი სამხედრო ობიექტები“ რუსეთისთვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ წერტილებს წარმოადგენენ. „ეს კანონიერი სამიზნეებია. უკრაინა მათზე სამხედრო იერიშებს მიიტანს, ჩვენ კი მხარს დავუჭერთ“, – დასძინა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ნულანდმა არ დააკონკრეტა თუ სად დაარტყავენ უკრაინელი სამხედროები „ან ყირიმთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იქნება ეს უახლოეს, საშუალო თუ შორეულ პერსპექტივაში“.
წყაროზე დაყრდნობით ‘პოლიტიკომ’ (Politico) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის მცდელობა, რომელიც ყირიმის დაბრუნებას უკავშირდება, „წითელი ხაზი“ აღმოჩნდება რუსეთის პრეზიდენტისთვის. აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი კიევს ნახევარკუნძულის დაბრუნებისკენ არ უბიძგებს. ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინამ უნდა მიიღოს.
‘პოლიტიკოს’ ინფორმაციით, პენტაგონში ეჭვობენ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ყირიმის დაბრუნებას შეძლებს. ორი კვირის წინ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებს განუცხადეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ყირიმის დაბრუნებას ვერ შეძლებს, რადგან ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება.
როგორც გაზეთის წყარო იტყობინება, ასეთმა შეფასებამ უკრაინის მთავრობა ძალიან „განარისხა“. 2022 წლის ზაფხულში უკრაინელები აცხადებდენენ, რომ ნახევარკუნძულის დასაბრუნებლად „ყველას ზომას“ გამოიყენებდნენ.

რუსეთის უშიშროებს საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ თუ უკრაინა ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განახორციელებს, მოსკოვი „საპასუხო დარტყმებით“ უპასუხებს. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ყველა ტიპის იარაღის გამოსაყენებლად. ვლადიმირ პუტინმა კი პირობა დადო, რომ ქვეყნის ტერიტორიას „ყველა საშუალებით“ დაიცავს.