მოსკოვი, 13 თებერვალი (როიტერსი) – შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა დაუყონებლივ დატოვონ რუსეთი. მიზეზად კი უკრაინაში ომსა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თვითნებური დაპატიმრების ან შევიწროების რისკს ასახელებენ.
„შეერთებული შტატების მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადეს მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოში. „გამოიჩინეთ გაძლიერებული სიფრთხილე უკანონო დაკავების რისკის გამო“.
„არ იმოგზაუროთ რუსეთში“.
„რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ცრუ ბრალდებებით დააკავეს შეერთებული შტატების მოქალაქეები, რუსეთში დაკავებისა და შევიწროებისთვის შეარჩიეს შეერთებული შტატების მოქალაქეები, უარი თქვეს მოპყრობოდნენ სამართლიანად და გამჭვირვალედ და გაასამართლეს საიდუმლოდ ან სანდო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე“, – განაცხადეს საელჩოში.
„რუსეთის ხელისუფლება თვითნებურად აღასრულებს ადგილობრივ კანონებს შეერთებული შტატების მოქალაქე რელიგიური მუშაკების წინააღმდეგ და დაიწყო საეჭვო სისხლის სამართლის გამოძიება შეერთებული შტატების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რელიგიურ საქმიანობას ეწევიან“.
კრემლში განაცხადეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შეერთებული შტატების მოქალაქეებს რუსეთის დატოვებას სთხოვენ. ბოლო ასეთი საჯარო გაფრთხილება სექტემბერში გააკეთეს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
„ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ გააჟღერა გამაფრთხილებელი განცხადებები, ასე რომ ეს ახალი არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) იანვარში განაცხადა, რომ პროკურორებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი შეერთებული შტატების მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი პატიმრობიდან გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის (WNBA) ვარსკვლავს შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში ცხრაწლიანი პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, როდესაც თებერვალში მოსკოვში ჩასულს ჩემოდანში კანაფის ზეთით (რომელიც რუსეთში აკრძალულია) სავსე პატარა კონტეინერები აღმოუჩინეს. სასამართლო პროცესს ვაშინგტომა თვალთმაქცობა უწოდა.
ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, რუსეთის შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში 16-წლიან სასჯელს იხდის. ვაშინგტონმა ყოფილი ამერიკელი ქვეითის სასამართლო პროცესიც თვალთმაქცობად შეაფასა.
წყარო: https://is.gd/A6l2Pb