პოლიტიკასხვადასხვა

ამერიკელი პოლიტოლოგი სკოტ ბენეტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

0

პოლიტოლოგი სკოტ ბენეტი

სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკის მთავარი ამოცანა. მათ უნდათ, რომ საქართველო რუსეთის მიმართ აბსოლუტურ მტრულ სახელმწიფოდ გადააქციონ.
ამის განსახორციელებლად საუკეთესო მეთოდი სამოქალაქო ომის გაჩაღება, პარლამენტის დასუსტება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დიქტატორად, ახალ ზელენსკად, გადაქცევაა.
მოდით, ღიად ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი მეორე ზელენსკია. ჩვენ ვხედავთ ზელენსკის ნამოქმედარს: დახურა ოპოზიციური მედიასაშუალებები, აკრძალა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ხალხი რუსეთთან უსასრულო ომისთვის გაიმეტა, ხოლო ვინც ბრძოლაზე უარს ამბობდა ან ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა უმკაცრესად სჯიდა.
ზელენსკი დიქტატორია და ნაცისტი. იგი ფარისევლურად აცხადებს რომ ებრაელია, თუმცა ჩვეულებრივი ნაცისტია. ზელენსკის ყველა ტატუირებული ქვეშევრდომი ჭკუიდან არის შეშლილი. იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი სამხედრო დანაშაულის მონაწილეა და ბოლო ამოსუნთქვამდე ამ მიმართულების ერთგული დარჩება.
სალომე ზურაბიშვილიც ასე იქნება, ისიც ხომ ამერიკელებმა მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში. ზურაბიშვილიც მათი ერთ-ერთი მარიონეტია. საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება ამჟამინდელი პარლამენტის დასათხოვად და ამერიკელების ინტერესების გამტარებელი ახალი პარლამენტის მოსაწვევად გამოიყენონ. ზუსტად ასე მოიქცა ამერიკა უკრაინაში ვიქტორია ნულანდის, ჯონ კერისა და სხვა ადამიანების მეშვეობით.
ამჟამად საქართველოში მოქმედი პირი ამერიკელი პოლიტიკოსი ტოდ რობინსონია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობს. იგი უკრაინაში პროტესტანტებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნეს, რათა იქ მიმდინარე სიგიჟის გამწვავებას ხელი შეუწყოს.
სავსებით შესაძლებელია, რომ დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინის მსგავს მოვლენებში გადაზარდონ, ანუ საქართველო მეორე უკრაინად გადააქციონ.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეერთებული შტატების დაგეგმილი ოპერაციაა და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელისუფლებას მათი ინტერესების გატარება აიძულოს. თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები ამაზე უარს იტყვიან, შეერთებული შტატები მათ ხელისუფლებას დაამხობს და ახალს შექმნის, რაც ამ ქვეყანას საბოლოოდ დაანგრევს.