შეთანხმებაში გაწერილია 2022-2027 წლის სამოქმედო გეგმა “შუა დერეფნის” სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით.
გეგმა ითვალისწინებს, კონკრეტულ და დროში გაწერილ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეებმა უნდა განახორციელონ, იმისათვის რომ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობა და მოქნილობა გაიზარდოს. იგულისხმება – ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუროკრატიული რეფორმები და ა.შ.
დაგეგმილია, რომ 2025 წლისთვის აღნიშნულმა დერეფანმა, წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთის გატარება შეძელოს.
რუსეთ-უკაინის ომმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სფერო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ალტერნატიული გზების ამოქმედებამ და უკანასკნელ პერიოდში აქცენტი კეთდება „შუა დერეფნის” განვითარებაზე.
ამ დრომდე, „შუა დერეფნის” კონკურენტუნარიანობა დაბალ ნიშნულზე იყო, ძირითადად მისი სიძვირის და დროში ხანგრძლივობის გამო, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო სტაბილურობა და უსაფრთხოება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო „შუა დერეფნის” მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს (შეგვიძლია ვუწოდოთ შუა დერეფნის საზღვაო კარიბჭე), ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა, ფაქტობრივი სამხედრო ჩაურევლობა და გააქტიურება რეგიონალური პოლიტიკის ველზე, გახდა აღნიშნული დერეფნის მიმზიდველობის ზრდის განმაპირობებელი.
შეთანხმებას ხელი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში მოეწერა.