პოლიტიკასხვადასხვა

საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ არა მისი იდენტობის დაკარგვის ხარჯზე! ჩვენ არ ვართ “ხალხი არსაიდან,” ჩვენ დიდი ისტორიის და კულტურის ხალხი ვართ, რითიც ვამაყობთ – ამბობს ვატო შაქარიშვილი შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში

0

„საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ არა მისი იდენტობის დაკარგვის ხარჯზე! ჩვენ არ ვართ “ხალხი არსაიდან,” ჩვენ დიდი ისტორიის და კულტურის ხალხი ვართ, რითიც ვამაყობთ – ამბობს ვატო შაქარიშვილი შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში
“საქართველოსთვის სასიცოცლხო ინტერესია, რომ არ მოხდეს ომში ჩვენი ჩათრევა. უკრაინის ომს არ უჩანს დასასრული, ბირთვული დაპირისპირების რისკი იზრდება. ჩვენ არ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
უნგრეთის ხელისუფლება საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ატარებს, რაც გულისხმობს – უნგრეთი უპირველეს ყოვლისა! ამერიკელებიც იმავეს ამბობებ – ამერიკა უპირველეს ყოვლისა! მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველებმაც საკუთარი ქვეყანა უნდა დავაყენოთ უპირველეს ყოვლისა” – აცხადებს შაქარიშვილი. როგორც გამოცემა წერს, ვატო შაქარიშვილი ხელმძღვანელობს კონსერვატიულ პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა.” სტატიის ავტორის ცნობით შაქარიშვილი კონსერვატიული შეხედულებების პოლიტიკოსია, რომელიც სახელისუფლებო პოლიტიკას მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ მმართველი პარტია შიდა უთანხმოების ნიადაგზე დატოვა.
რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ ვატო შაქარიშვილმა 2021 წელს დააინიცირა პეტიცია, რომელიც მიზნად ისახავდა LGBT პროპაგანდის კანონით აკრძალვას. მსგავსი კანონი 2013 წლიდან მოქმედებს რუსეთში. შაქარიშვილი რუსეთთან რაიმე ტიპის კავშირს გამორიცხავს და საკუთარ იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ მონათესავედ დონალდ ტრამპს მიიჩნევს – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
კონსერვატორი პოლიტიკოსი ასევე მხარს უჭერდა ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,” მისი განმარტებით, ანალოგიური კანონი ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ში და ქართველ ხალხსაც უნდა გააჩნდეს იგივე უფლება, იცოდნენ თუ ვინ აფინანსებს ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებს და რა ინტერესებს ემსახურება აღნიშნული თანხები – წერს რეპორტაჟის ავტორი.
“საქართველოში ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესები, რუსეთს, ამერიკას, სხვებს, კანონი ეხებოდა ყველას და ტყუილია, რომ ის მხოლოდ დასავლური ქვეყნებიდან წამოსულ დაფინანსებას შეეხებოდა. საქართველოში არის რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებიც, მაგრამ რუსეთი “რბილი ძალაზე” არ არის ორიენტირებული, რუსეთისთვის დამახასიათებელია ძალისმიერი პოლიტიკა, საქართველომ კი, ეს არაერთხელ განიცადა საკუთარ თავზე. საქართველოში ევროკავშირის და ამერიკული ფონდებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და ცდილობენ გავლენა იქონიონ პროცესებზე“ – ამბობს ვატო შაქარიშვილი შვედურ ყოველდღიურ გამოცემა Dagens Nyheter-თან ინტერვიუში.