ავტორი ჩარლზ კენედი
მიუხედავად იმისა, რომ შარშან ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ევროპაში ყველაზე მეტი ნავთობი საზღვაო გზით დღემდე მაინც რუსეთიდან შედის. საბროკერო კომპანია Banchero Costa-ს მონაცემებით, სანქციების მიუხედავად, გასულ წელს ევროკავშირში საზღვაო გზით 98,8 მილიონი ტონა რუსული ნედლი ნავთობი შეიტანეს, 2021 წელს 112,5 მილიონი ტონა, ხოლო 2019 წელს 128,5 მილიონი ტონა.
2022 წელს რუსეთიდან ევროპაში საზღვაო გზით იმპორტირებული რუსული ნედლი ნავთობის პროცენტულმა მაჩვენებელმა საერთო მიწოდების 21,9% შეადგინა. შემდეგ მოდის ჩრდილოეთის ზღვის მიმართულება 17%-ით და ჩრდილოეთი აფრიკა 15,4%-ით.
ჩრდილოეთის ზღვით ევროპაში ნავთობის მიწოდება 19.2%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო ჩრდილოეთი აფრიკიდან მიწოდება გაზრდილია 6%-ით. 2022 წელს დასავლეთ აფრიკიდან ევროპაში ნავთობის იმპორტი 27.5%-ით გაიზარდა. შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტი 43.1%-ით გაზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 51.4 მილიონ ტონას – მიაღწია.
ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა არაბული ნავთობის ქვეყნების ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა 76.4%-იანი მატება.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი 12%-ით შემცირდა, არსებული მონაცემების მიხედვით, რუსეთმა მთლიანობაში ექსპორტი 10.3% -ით, 2018,5 მილიონი ტონით – გაზარდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება 2019 წლის დონეს.
ევროპაში ასევე გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ექსპორტი და 2022 წელს 22%-ს გადააჭარბა, საუდის არაბეთიდან ევროპაში შეტანილი ნავთობის რაოდენობა კი 17%-ს აღემატება.
2022 წელს ევროპაში ნავთობის ექსპორტი შემცირდა როგორც დასავლეთი აფრიკიდან, ასევე ჩრდილოეთი ზღვიდან.
გასულ წელს ჩინეთში საზღვაო გზით შეტანილი ნედლი ნავთობის რაოდენობა 3,6 პროცენტით შემცირდა, ინდოეთში კი პირიქით, იმპორტი 11,7 პროცენტით გაიზარდა.
წყარო: https://is.gd/WTfled