19 ივნისი, 2023 წ.
დევიდ საქსმა არასასიამოვნო კითხვა დასვა, დასრულდება კი უკრაინის ომი?
დასავლეთმა უკრაინის კონფლიქტის გამწვავებით, რუსეთის წითელი ხაზების გადაკვეთითა და უკრაინისთვის ძირითადი საბრძოლო ტანკებისა და F-16-ის მიწოდებით შეიძლება ბირთვული ომის საფრთხე გააჩინოს. ზელენსკი კვლავ დაჟინებით მოითხოვს NATO-ში გაწევრიანებას და იმუქრება, რომ ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ ალიანსის მასშტაბურ სამიტს დაესწრება.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ალიანსში ვერ გაწევრიანდება, თუმცა მიანიშნეს, რომ კიევი მისი წევრი შეიძლება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გახდეს. ამის მიუხედავად, ამჟამად უსაფრთხოების გარკვეული გარანტიების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, თუმცა ეს მხოლოდ ვაშინგტონის ხანგრძლივ, მასშტაბურ ვალდებულებას უზრუნველყოს.
მაგალითად, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „ისრაელის სტატუსის“ მინიჭების შესაძლებლობაზე საუბრობს, რაც იარაღის მუდმივი და პერიოდული მიწოდების ვალდებულებასა და საგარეო დახმარებას გულისხმობს. სწორედ ისე, როგორც ებრაულ სახელმწიფოს ეხმარება.
საქსმა „ისრაელის სტატუსის“ შესაძლებლობაზე შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა: ეს მოიცავს უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს (ისრაელის შემთხვევაში ათწლიანი ინტერვალით) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ფულის მიწოდების ჩათვლით, „დამოკიდებული არ არის მიმდინარე კონტრშეტევის ბედზე ან საარჩევნო კალენდარზე“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას არ გადააფასებს, მაშინაც კი თუ ეს კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდება. მხარდაჭერა არც მაშინ შეწყდება თუ ამომრჩევლები მომავალ არჩევნებში ცვლილებებს შეიტანენ. ზოგიერთმა მიმომხილველმა აქ შეიძლება „შეტყუება და შეცვლის“ კლასიკური ტაქტიკა დაინახოს.
ცხადია ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკა კვლავ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და არც ესკალაციაზე იტყვის უარს.
ვაშინგტონი თავისი პოლიტიკის გამო ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობდა (რაც მთავარია მისი მოკავშირეების მხარდაჭერით), სანამ უკრაინის გამარჯვებულად წარმოდგენა შესაძლებელი იყო…
„გასულ წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხარკოვისა და ხერსონის გარშემო მიწები დაიბრუნა, ამერიკელი ხალხი დაარწმუნეს, რომ უკრაინელები საქმეს 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დაასრულებდნენ“, − აღნიშნა საქსმა. „უკრაინელები ახალი კონტრშეტევით დაიბრუნებენ რუსეთის მიტაცებულ ტერიტორიებს, შესაძლოა ყირიმში რუსების მმართველობას საფრთხე შეუქმნან და ამგვარად მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებენ და ომსაც დაასრულებენ. ამის გამო მრავალმა ამერიკელმა უკრაინისთვის 100+ მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა“.
მართლაც, ძლივს დავაღწიეთ თავი ორი ათეული წლის წინ ერაყსა და ავღანეთში დაწყებულ ომებს და უკვე ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სირიაში ახალ „დაუსრულებელ ოკუპაციაში“ ჩავიძირეთ, რომლის მიმართაც სტრატეგიული მიზნები ან „მისია“ არ გვამოძრავებს.
დევიდ საქსმა უფრო დეტალური ანალიზი responsiblestatecraft.org-ზე გამოქვეყნებულ თავის ახალ სტატიაში – Will upcoming NATO summit launch forever war in Europe? – შემოგვთავაზა.