ახალი ამბებისხვადასხვა

სახელმწიფო დეპარტამენტი „სიტყვის თავისუფლების“ შესახებ გრანტები მხოლოდ woke-ის აქტივისტებისთვის არის ხელმისაწვდომი

0

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თვალთმაქცობს, თითქოს გრანტებს სიტყვის თავისუფლების დამცველებს სთავაზობს, ამავდროულად კი უგულებელყოფს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მათი ‘woke-ის’ (ლიბერალური იდეოლოგია) დღის წესრიგს არ ეთანხმება.
თუ თქვენი სათქმელით ხელს უწყობთ ქალთა სპორტში მონაწილე ბიოლოგიურ მამაკაცებს, მოთხოვნით აბორტსა და ექვსი წლის ბავშვების სექსუალურ ინდოქტრინაციას, სახელმწიფო დეპარტამენტი გთავაზობთ 750 ათას აშშ დოლარის ღირებულების გრანტებს, რათა განსხვავებულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანის სიტყვის თავისუფლება ჩაახშოთ.
თუ გსურთ, რომ მთავრობამ დაგაფინანსოთ, მაშინ თქვენი ინიციატივა სიტყვის თავისუფლების შესახებ „უნდა უკავშირდებოდეს ქალებსა და გოგოებს მთელი თავისი მრავალფეროვნებით; ლგბტქი+ ადამიანებს, კერძოდ ტრანსგენდერ ან სხვადასხვა გენდერის ადამიანებს, მიგრანტებს; მარგინალიზებული რასობრივი, ეთნიკური და აბორიგენული თემების წევრებს, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფის წევრებს და სხვა პირებს, რომლებიც ანტი-მემარჯვენე აქტორებმა ამოიღეს მიზანში“, ეს არის ის, რასაც აუცილებელ პირობად მიიჩნევენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
განცხადებაში, რომელიც დაფინანსების შესაძლებლობას უკავშირდება, ვკითხულობთ, რომ გრანტებს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომელთა პროგრამები „განკუთვნილია და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებს, ტრანსგენდერ და ინტერსექს ინდივიდებსა და გენდერული თვალსაზრისით განსხვავებული სხვა პირებს“.
„განსაზღვრული წინადადებები გაითვალისწინებს ძლიერ გენდერულ ანალიზს, რომელიც განიხილავს ქალებისა და გოგონების, მათ შორის ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების, ასევე ტრანსგენდერი, ინტერსექსი და გენდერული თვალსაზრისით განსხვავებული სხვა პირებისა და გენდერული შეუსაბამობის მქონე პირების, ფერადკანიანი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და/ან ქალების უნიკალურ საჭიროებებს, რომელთა მიმართ ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები და განიცდიან შეურაცხყოფას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებული მიზანი იმ პროექტების დაფინანსებაა, რომლებიც „გამოხატვის თავისუფლების“ ხელშეწყობასა და დაცვას ისახავენ მიზნად, სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მხოლოდ იმ პროექტებს დააფინანსებენ, რომლებიც მხარს უჭერენ მეტყველების ძალიან სპეციფიკურ ტიპს – რაც, თავის მხრივ, ლგბტ მოძრაობის რადიკალური მიზნებისა და აბორტის მომხრე მოძრაობის პროპაგანდას ეწევა.
როგორც ჩანს, ეს ინიციატივა ეხმიანება ფლორიდის რესპუბლიკელი გუბერნატორის, რონ დესანტისის, მიღებულ ზომებს, რადგან იგი ბავშვების სექსუალურ ინდოქტრინაციას ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„დაუცველი და მარგინალიზებული თემების მიმართ გამოხატვის თავისუფლება ირღვევა დისკრიმინაციული კანონმდებლობით, მთავრობის დევნით,  სამოქალაქო საზოგადოებასა და მის სამოქმედო სივრცეზე მიზანმიმართული თავდასხმებით, ასევე იმ ადამიანების ორკესტრირებული თავდასხმებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების თანაბარ აღიარებას ყველა ადამიანის მიმართ“, – ნათქვამია ინიციატივაში.
„ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მზარდი და მიზანმიმართული შეტევები, მათ შორის „ანტიგენდერული“ მოძრაობების მიერ, სხვადასხვაგვარი ხასიათისაა: ინკლუზიური კანონმდებლობის წინააღმდეგ საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, დისკრიმინაციული კანონების წახალისება და გავრცელება, რაც მიზნად ისახავს სიტყვის შეზღუდვას (მაგ. „ანტიპროპაგანდისტული“ კანონები, რომლებიც ლგბტქი+ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული)“.
„’დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო’ (DRL) ითხოვს წინადადებებს, რომლებიც განსაკუთრებით ფოკუსირებულია ე.წ. „ანტიგენდერულ მოძრაობებზე“, რომლებიც ადამიანის უფლებების ცალკეულ დამცველებსა და ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში მონაწილეობდნენ; ქმნიდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, მითებსა და შეთქმულების თეორიებს, რომლებიც მიზანში იღებენ დაუცველ და მარგინალიზებულ თემებს და ამ ჯგუფების მიმართ სოციალურ სტიგმას აძლიერებენ“, – ნათქვამია დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაში.

 

წყარო: https://www.breitbart.com/politics/2023/02/05/state-department-offers-free-speech-grants-only-woke-activists/