საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო!
გიორგი შერმადინის ზუსტი ტყორცნა, პირველი ორქულიანი და საბოლოოდ „ჯვაროსნების“ დამაჯერებელი გამარჯვება ასევე დებიუტანტ კაბო ვერდეს ნაკრებთან − 85:60. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო!
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე F ჯგუფის მატჩები იაპონიის კუნძული ოკინავაზე ტარდება.
საინტერესო იყო, რომ იაპონელები საქართველოს დროშებით ხელში ჩვენს ნაკრებს ქომაგობდნენ, რომელმაც მათი იმედი ნამდვილად გაამართლა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების თამაში გიორგი ცინცაძის ორი სამქულიანით გაიხსნა, რასაც მოჰყვა სწრაფი გარღვევები, ე.წ. ჩატენები და ჩვენი კალათბურთელების ოსტატური თამაშის უწყვეტი დინამიკა, რასაც შედეგად გამარჯვება მოჰყვა.
F ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება. ამ შეხვედრაში გამარჯვება რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: მოგებული გუნდი, დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე გასვლას გაინაღდებს; გარდა ამისა, შემდეგ ჯგუფში ნაკრებებს პირველ ეტაპზე აღებული ქულები გადაჰყვებათ, თუმცა მხოლოდ იმ გუნდთან აღებული, რომელიც ასევე მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს.