მთავარი ამბავი

საქართველო: ვისია ეს ქვეყანა?

0

ამერიკული გამოცემის “The American Conservative”-ის მთავარი რედაქტორი როდ დრეჰერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, უცხოური ძალების აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ. კანონპროექტი პირველი მოსმენით დღეს მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვეტოს დადებით იმუქრებოდა. ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
თუ ახალი ამბებს თვალს მიადევნებთ, გაიგებთ, რომ ამ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით, იგი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს დააზარალებს. თუმცა ვინ ეკითხება ევროპას ან შეერთებულ შტატებს თუ საქართველოს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე უცხოური ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დარეგულირებს სურს? ეს კანონპროექტი შეიძლება გონივრული არ არის  – საკმარისი დეტალები არ ვიცი, რომ ვისაუბრო – თუმცა სულაც არ არის გასაკვირი, რომ ქვეყნებს, რომლებიც ხედავენ თუ როგორ იყენებს ვაშინგტონი და ბრიუსელი პოლიტიკური პროცესების სამართავად რბილ ძალას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მისგან თავის დაცვა სურდეთ. სამანტა ფაუერის ბუდაპეშტში ვიზიტზე უკვე მოგახსენეთ. ისიც დავწერე, რომ მათ მიზანს დემოკრატიულად არჩეული ვიქტორ ორბანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს.
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ ამ კანონპროექტს „კრემლის შთაგონებული“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აშკარა სურვილთან. „დღეს შავი დღეა საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს კანონპროექტი კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის, ნედ პრაისის, თქმით, ეს კანონპროექტი უზარმაზარი მარცხი იქნება და „ზიანს მიაყენებს ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებში მთავარ ადგილს იკავებს“, იტყობინება BBC.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი „ძალიან ცუდი სიახლეა“ ამ ქვეყნისთვის და შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ევროკავშირთან მის ურთიერთობებზე.
Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის განცხადებით, ეს კანონპროექტი საქართველოში გამოხატვის თავისუფლების უფლებას შეუშლის ხელს, რადგან კანონპროექტში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშვალდებულების მოთხოვნები უსიამოვნოა.
„უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონპროექტები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი, უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა და მედიის მარგინალიზებასა და დისკრედიტაციას, რომლებიც საქართველოში უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან“, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.
ვინ განსაზღვრავს „საქართველოში უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესს“? კანონპროექტს მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოსული პარტია, რომელსაც საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევაც შეუძლია. ვინ არიან ამ ქვეყანაში უფრო „ფართო საზოგადოებრივი ინტერესის“ წარმომადგენლები: საზოგადოების მიერ დემოკრატიულად არჩეული კანონმდებლები თუ უცხო ქვეყნების მთავრობები ან არასამთავრობო ორგანიზაციები? ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ  უფლება აქვთ სხვა ქვეყნაში ჩავიდნენ და ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს, უგულებელყონ მისი კანონები და კულტურული ტრადიციები, ხოლო  ნებისიმიერი ადამიანი, ვინც მათ შეჩერებას შეეცდება, პუტინის მარიონეტია. მეორე ‘ვარდების რევოლუციის’ მომსწრენი ხომ არ ვხდებით?
საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს. ეს ახალი შემოთავაზებული კანონი მის სწრაფვას გაართულებს, ამტკიცებენ აშშ-სა და ევროკავშირში, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს. საქართველოსა და ევროკავშირის შესახებ მყარი შეხედულება არ მაქვს ჩამოყალიბებული, გარდა იმისა, რომ გავაფრთხილო ნამდვილად მართლმადიდებლური ქვეყანა – რომლის მონახულებაც, როგორც რელიგიურ პილიგრიმს, ძალიან მსურს – რომ ბრიუსელი ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებული კანონებისა და პოლიტიკის ალაგმვას შეეცდება (ჰკითხეთ უნგრელებსა და პოლონელებს ლგბტ და ოჯახურ საკითხებზე).
რაც შეეხება ნატოს, რა თქმა უნდა, შეიძლება გავიზიაროთ ის შიში, რომელიც საქართველოს რუსეთის იმპერიალისტური სახელმწიფოს მიმართ აქვს, თუმცა რამდენად შესაძლებელია, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდეს ის ფაქტი, რომ მესამე მსოფლიო ომში ამ კავკასიური ქვეყნის სახელით ჩაებას, რომლის დედაქალაქი თბილისია და, რომელიც ოდნავ უფრო აღმოსავლეთით მდებარებს, ვიდრე – მოიცადეთ – ბაღდადი?

როდ დრეჰერი გამოცემა The American Conservatives-ის მთავარი რედაქტორია, რომელსაც ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი რამდენიმე ბესტსელერის ავტორიცაა. როდ დრეჰერი ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ რუჟში ცხოვრობს.

წყარო: https://www.theamericanconservative.com/georgia-whose-country-is-it-anyway/