მთავარი ამბავი

რუდი ჯულიანი: მყავს მოწმე − Burisma-ს ყოფილი მთავარი ბუღალტერი, რომელსაც სურს გამოაქვეყნოს ყველა ოფშორული საბანკო ანგარიში, მათ შორის ბაიდენების ანგარიშები

0

12 ივნისი, 2023 წ.

10 ივნისს რუდი ჯულიანი „ნიუსმაქსზე“ (Newsmax) რიტა ქოსბის გადაცემაში ჩაერთო და ბაიდენის ოჯახის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით კონგრესში დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

ინტერვიუს დროს ნიუ იორკის ყოფილმა მერმა სენსაციური და მოულოდნელი განცხადება გააჟღერა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ გააფრთხილა ამერიკული საზოგადოება ბაიდენის ოჯახის საერთაშორისო კორუფციული ვნებების შესახებ, ქოსბის განუცხადა, რომ ჰყავს მოწმე, ბუნებრივი აირის მომპოვებელი უკრაინული კომპანია Burisma-ს ყოფილი მთავარი ბუღალტერი, რომელიც მზად არის, ბაიდენების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს. ეს ქალბატონი ბაიდენის საბანკო ანგარიშის ტრანზაქციებზე ინფორმაციას ფლობს. მას ქვითრებიც აქვს!

რუდი ჯულიანი: არაჩვეულებრივია. მათ ერთი მოწმე გავუგზავნე, რომელსაც ნებისმიერი გამომძიებელი ისურვებდა. ეს ქალბატონი ამ მატყუარა კომპანიის, Burisma-ს, მთავარი ბუღალტერი იყო, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყოფილი მფლობელის მეუღლეა. იგი მზადაა გამოაქვეყნოს ყველა ოფშორული საბანკო ანგარიში, მათ შორის ბაიდენების ანგარიშები. ეს ქალბატონი ბაიდენებისა და სხვა თაღლითი პოლიტიკოსებისთვის გაცილებით დიდი ფულის გადაცემის პროცესს აკონტროლებდა.

რიტა ქოსბი: დარწმუნებული ბრძანდებით, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი ამ საკითხს ჩაუღრმავდება? რადგან ეს გამაოგნებელი ინფორმაციაა.

რუდი ჯულიანი: რეალობა ის გახლავთ, რომ მათ ეს ინფორმაცია 2020 წლის იანვარში მივაწოდეთ და პიტსბურგის პროკურორი ძალიან დაინტერესდა. შემდეგ კი ძალიან უცნაური რამ მოხდა − ბარმა (მთარგმნ. შენიშვნა: იგულისხმება აშშ-ის ყოფილი მთავარი პროკურორი) მას ეს საქმე ჩამოართვა და დელავერელ პროკურორს გადასცა. მას არაფერი მოუმოქმედებია. ამ ქალბატონის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ მათზე ზემოქმედებას ვცდილობდით. იგი ამტკიცებს, რომ საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ბაიდენმა უკანონო გარიგებებით გაცილებით მეტი ფული მიიღო, ვიდრე ადრე. ჩვენ 8 მილიონი აშშ დოლარის შესახებ ვსაუბრობდით, რომლის დამტკიცება შეგვეძლო. მათ შეეძლოთ, რომ მისთვის (ბაიდენისთვის) ბრალი წაეყენებინათ, სანამ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას და თავიდან მოგვეშორებინა ეს პრობლემა. 2020 წლის იანვარში შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, იგი დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო. ყველა მოწმე იქ გახლდათ და შოკინის (უკრაინის ყოფილი მთავარი პროკურორი) მსგავსად, ფირზე ავსახე. შოკინი მოსასვლელად და ჩვენების მისაცემად მზად იყო.

წყარო: https://www.thegatewaypundit.com/2023/06/rudy-giuliani-drops-bomb-newsmax-i-have-witness/?