პოლიტიკასხვადასხვა

რომის პაპი: უკრაინის ომი მხოლოდ „რუსეთის იმპერიას“ არ გაუჩაღებია

0

ვატიკანი, 10 მარტი (როიტერსი) – უკრაინის ომს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ რამდენიმე „იმპერიის“ ინტერესები ამოძრავებს – განაცხადა რომის პაპმა პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
რომის პონტიფიკოსის, ფრანცისკეს, თქმით, კონფლიქტის გამწვავება გამოიწვია არა მხოლოდ „რუსეთის იმპერიის, არამედ სხვა იმპერიების იმპერიულმა ინტერესებმა“.
რომის პაპამა, რომელმაც მშვიდობის დასამყარებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის მზადყოფნააც კი გამოთქვა, ამ თემაზე იტალიურენოვან შვეიცარიულ ტელეარხ RSI-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც კვირას გავა ეთერში. ამონარიდები პარასკევს  იტალიურმა გაზეთებმა – La Repubblica-მ, La Stampa-მ და Corriere della Sera-მ – გამოაქვეყნეს.
86 წლის ფრანცისკემ, რომელიც 13 მარტს პონტიფიკოსად არჩევის 10 წლისთავს აღნიშნავს, ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ძალიან დაიღლება და კათოლიკური ეკლესიის მართვის უნარს დაკარგავს პაპის ტახტზე უარს იტყვის. გასულ თვეს მან ისიც დასძინა, რომ პაპი მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს უნდა გადადგეს.
ფრანცისკეს წინამორბედი ბენედიქტ XVI-ე, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს 95 წლისა გარდაიცვალა, ბოლო 600 წლის განმავლობაში პირველი პონტიფიკოსია, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურობაზე.
კითხვაზე, რა აიძულებს მას იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, ფრანცისკემ უპასუხა: „დაღლილობა, რომელიც რაღაცეების მკაფიოდ აღქმის უნარს გიკარგავს. სიცხადისა და სიტუაციების შეფასების ცოდნის ნაკლებობა“.
პაპის თქმით, „ცოტა რცხვენია“, რომ მუხლის დაავადების გამო სპეციალური ეტლით სარგებლობს.
„მოვხუცდი, წინააღმდეგობის გაწევის უნარი დამიქვეითდა, მუხლი (პრობლემა) ფიზიკურად მამცირებდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, – დასძინა პონტიფიკოსმა.

წყარო: https://is.gd/6R1zqH