დავით ქართველიშვილი
ჩემი ოდესღაც სათაყვანო „ნისლიანი ალბიონი“ და არანაკლებად მიმზიდველი ირლანდია აგრძელებს თავის უკუსვლას გარდაუვალი მენტალური კატასტროფისაკენ. ირლანდიელმა დეპუტატმა დუბლინიდამ პოლ მერფიმ, უარი თქვა თავის ახალშობილისთვის „ბიჭის“ ან „გოგოს“ დარქმევაზე, რათა მას „სქესის არჩევის თავისუფლება“ მიეცეს. გამოცემა Irish Times-თან ინტერვიუში მერფიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს დაარქვან ბავშვს ნეიტრალური სახელი „ჯუნიფერი“ (Juniper) და ასევე მოიხსენიებენ მას ნაცვალსახელით -“ისინი”. „ჩვენი შვილი მამრი თუ მდედრი სქესისა იქნება, ვფიქრობ, ეს გენდერულად ნეიტრალური სახელია“, – განაცხადა დეპუტატმა. მერფიმ ასევე თქვა, რომ მას სჯერა, რომ ირლანდიელები “ცხოვრობენ ღრმად სექსისტურ და გენდერულ საზოგადოებაში” და რომ ქვეყანას ამ საკითხში პროგრსის მისაღწევად ჯერ კიდევ “გრძელი გზა” აქვს გასავლელი.
გასულ კვირას ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ანალიტიკურმა მკვლევარმა ორგანიზაციამ New Social Covenant Unit-მა გამოაქვეყნა სენსაციური ნაშრომი, რომელიც ეხებოდა ბრიტანულ სკოლებში “ურთიერთობებისა და სექსუალური განათლების“ Relationships and sex education (RSE) პროგრამით გათვალისწინებული სწავლების შოკისმომგვრელი შედეგები. ბრიტანეთის პარლამენტის 50-მა კონსერვატორმა დეპუტატმა წერილობით მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და შეახსენა მას წინასაარჩევნო დაპირება, რომ იგი შეწყვეტს არასათანადო სექსუალურ განათლებას სკოლებში. თუმცა, ჯერ არანაირი ქმედება არ გაკეთებულა და განათლების მდივანმა ჯილიან კიგანმა ამ საკითხს პრიორიტეტი არ მიანიჭა.
გასულ კვირას გამოცემა The Telegraph-მა გამოავლინა, რომ 13 წლის მოზარდს სკოლაში უთხრეს, რომ ბუნებაში არსებობს 100 სქესი, გარდა ამისა დადგინდა, რომ ზოგიერთი დამწყები სკოლის ბავშვებს გაკვეთილებზე ასწავლიან მასტურბაციას. ზოგიერთ სკოლაში 12 წლამდე ასაკის ბავშვებს გაკვეთილებზე ჰკითხეს, რას „გრძნობენ“ ისინი ორალური და ანალური სექსის მიმართ. დეპუტატებმა განუცხადეს პრემიერ-მინისტრს, რომ ბავშვებს „ასწავლიან ექსტრემალურ და სახიფათო სექსუალურ აქტებს, მოუწოდებენ სექსუალური სურვილების შესახებ ინტიმური დეტალების გაზიარებას თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან“. წერილი აფრთხილებს, რომ „დაწყებითი სკოლის ბავშვებსაც კი რადიკალური და გაუკუღმართებული იდეოლოგიებით ასწავლიან, საეჭვო ხასიათის ცოდნას სქესის და გენდერის შესახებ“.
მოზარდების აღშფოთებული მშობლები ამბობენ, რომ სკოლები მათ სასწავლო მასალების ნახვის საშუალებას არ აძლევენ, და მიზეზად ასახელებენ სახელმძღვანელოების შემქმნელების საავტორო უფლებების დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მოთხოვნა ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გადაიგზავნა, ქვეყნის განათლების დეპარტამენტს (DfE) ჯერ არ მიუწერია სკოლებს, რომ მკაცრად დაიცვან მშობლების უფლებები, რათა მათ ნახონ სასწავლო მასალა. პარლამენტის დეპუტატ ქალბატონი ქეითსის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ შეუსაბამო სასწავლო მასალები სკოლებში შსულია 2019 წლიდან, როდესაც DfE-მ გამოსცა RSE საგანში ახალი სახელმძღვანელო, რამაც ვერ დააწესა ზღვარი იმ საკითხში, თუ რა შეიძლებოდა და რა არ შეიძლებოდა რომ ესწავლებინათ ბავშვებისთვის. სახელმძღვანელოში, რომელიც შედგენილია „ლგბტქ+“ საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-თან კონსულტაციის საფუძველზე, მითითებულია, რომ „გენდერული იდენტობა“ უნდა ისწავლებოდეს „შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და ინკლუზიური გზით“. ამან გაუხსნა კარი მრავალრიცხოვან აქტივისტთა ჯგუფებს, რათა შესთავაზონ თავისი სასწავლო მასალები და სემინარები სკოლებს.
განგაში ატყდა მაშინ, როდესაც კუნძულ მენის ადგილობრივმა მთავრობამ შეაჩერა სქესობრივი განათლების ყველა გაკვეთილი კუნძულზე და დაიწყო დამოუკიდებელი გამოძიება მას შემდეგ, რაც მშობლებმა განაცხადეს, რომ მასწავლებელმა უთხრა 11 წლის ბავშვებს, რომ ბუნებაში არსებობდა 73 სქესი, ხოლო იმავე წლოვანების ჯგუფს ასწავლიდნენ ორალური და ანალური სექსის თაობაზე, ასევე სქესის შეცვლის ოპერაციების შესახებ. კონსერვატორმა დეპუტატებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრს, „იმოქმედოს სასწრაფოდ და გადამწყვეტად“ კუნძულ მენის მთავრობის მიმართ, „დიდ ბრიტანეთში ბავშვებისა და ბავშვობის დაცვის მიზნით“. ბატონ რიში სუნაკს გასულ კვირას ქალბატონმა ქეითსმა გადასცა მტკიცებულებების დოკუმენტი სკოლებში არასათანადო სასწავლო პროგრამების შესახებ და, როგორც ჩანს, დაიყოლია კოლეგები კოლექტიური ქმედებებისთვის.