16 ივლისი, 2023 წ.
რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან იყრის კენჭს, ორშაბათს განაცხადა, რომ მისი რწმენით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ვუჰანის ლაბორატორიას აფინანსებდა, რომელშიც „კოვიდ“-პანდემიას ჩაეყარა საფუძველი.
Fox News-ის ჟურნალისტ ჯესი უოტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში (Jesse Watters Primetime) როგორც მოკლული პრეზიდენტის ძმისშვილმა განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაცია დაინტერესებული არ არის, რომ ვუჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის დასაფარად ჩინეთი დასაჯოს, რადგან ფარდა აეხდება ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დაფინანსებულ პროგრამებს, რომლებიც ბიოლოგიური იარაღის შექმნას უკავშირდება.
„ვფიქრობ, ცსს ჩართული იყო ამ კვლევაში. პროგრამებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით აფინანსებდნენ და ვფიქრობ, ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ვუჰანის ლაბორატორიის დასაფინანსებლად დაახლოებით 26 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. თუმცა USAID-მა, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სუროგატის ფუნქციას ასრულებდა, 64 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაიღო. პენტაგონმაც დიდი ფული მისცა“, − განაცხადა კენედიმ.
რობერტ კენედიმ ენტონი ფაუჩიც გააკრიტიკა, რომლის შესახებ წიგნი დაწერა. „ვფიქრობ, მან ბევრ ადამიანს მიაყენა ტრავმა. იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე მკურნალობის დაწყებისგან თავს იკავებდა, მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ვფიქრობ, ეს მისი ბრალია. აშშ-ში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 4.2 პროცენტი ცხოვრობს, ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში „კოვიდით“ 16 პროცენტი გარდაიცვალა. ეს ცუდი პოლიტიკის შედეგია“.
ვაქცინებზე საუბრისას კენედიმ აღნიშნა: „მჯერა, რომ აუტიზმს ვაქცინები იწვევს. იცით, ყველაფერი, რაც ვაქცინების შესახებ ვთქვი, იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი მეცნიერება უნდა გვქონდეს“.
https://summit.news/2023/07/11/rfk-jr-cia-was-involved-in-funding-wuhan-covid-leak-lab/