პოლიტიკასხვადასხვა

რობერტ ფ. კენედი უმცროსი: შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის შესახებ საზოგადოებასა და მსოფლიოს ატყუებს

0

3 ივნისი, 2023 წ.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შეერთებული შტატების მთავრობა იმის გამო, რომ უკრაინის შესახებ საზოგადოებასა და მსოფლიოს ატყუებს. უმცროსმა კენედიმ არც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაინდო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის. მაისის დასაწყისში მეინსტრიმულმა მედიასაშუალებებმა იგი მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ბრიტანულ საინფორმაციო ვებგვერდ UnHerd-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შემდეგი სიტყვები განაცხადა: „წლების განმავლობაში პუტინსთვის უნდა მოგვესმინა. რუსეთის, გორბაჩოვის წინაშე ვალდებულება ავიღეთ, რომ NATO აღმოსავლეთით ერთი ინჩითაც კი არ გაფართოვდებოდა. მერე წავედით და ვიცრუეთ“.
„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობა გვატყუებს. მედია კვლავ ცრუობს… სამხედრო-კომპლექსი კომპლექსი ფულს ათეთრებს“.
კენედის თქმით, იმ დროს, როცა მრავალი ამერიკელი უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობს, მათ შორის მისი ვაჟი, რომელიც საბრძოლველად თავიდანვე ჩაეწერა უკრაინის უცხოურ ლეგიონში, ვაშინგტონმა იცრუა და ამერიკელები მილიარდებზე გაყიდა, რომელიც ამ კონფლიქტისთვის გაიღო.
„გვითხრეს, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაგვეწია. თუმცა ომის განახრძლივებას, სისხლისღვრის ზრდასა და მოლაპარაკებაზე უარის თქმას მივანიჭეთ უპირატესობა“, – განაცხადა რფკ უმცროსმა.
კენედიმ კონფლიქტის ესკალაციის „ნამდვილ მიზეზზეც“ ისაუბრა, რომელიც ბაიდენისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის რიტორიკაში შეინიშნება. ესენია: ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რუსეთის არმიის დასუსტება და გამოფიტვა, რათა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმოქმნილ კონფლიქტებში ვაშინგტონს წინააღმდეგობის ვეღარ გაუწიოს. თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე დიდი ხანია ოფიციალურად აცხადებს, რომ ამ კონფლიქტით რუსეთის „დასუსტება“ სურთ.
„როგორც ირკვევა, 20 წლის განმავლობაში ნეოკონების მთავარი მისწრაფება ვლადიმირ პუტინთან დაპირისპირება იყო, რომლებიც ერაყიდან დამარცხებულები გააძევეს. ვფიქრობდით, რომ ისინი სამუდამოდ გაქრნენ, თუმცა კვლავ გამოჩნდნენ ბაიდენის თეთრ სახლში…ეს ჰუმანიტარული მისია არ არის“.
„უკრაინა თეთრ სახლში მოკალათებული ნეოკონების გეოპოლიტიკური ამბიციების გამო ნადგურდება“. საბოლოოდ, უკრაინელები ორ დაპირისპირებულ ზესახელმწიფოს შორის დაწყებული პროქსი ომის შუაგულში აღმოჩნდნენ, დასძინა კენედიმ.
„მექსიკას რომ ეს გაეკეთებინა და მკვლელობები დაეწყო – უკრაინის მთავრობამ დონბასში 14 ათასი რუსი მოკლა – მექსიკას, რომ ამერიკელებისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია და სამშობლოდან გაეძევებინა, ჩვენ იმ წამსვე შევიჭრებოდით“, – განაცხადა კენედიმ და დასძინა, პუტინმა „არაერთხელ გვითხრა, რომ ეს წითელი ხაზებია და თქვენ მას კვეთთ“.
როგორც მოსალოდნელი იყო მეინსტრიმულმა მედიამ რობერტ ფ. კენედი უმცროსი თავისი თეორიის გამო „გიჟად“ შერაცხა და უგულებელყო, მათ შორის The Daily Beast-მა.

წყარო: https://unherd.com/2023/05/robert-kennedy-jr-america-needs-a-revolution/