პოლიტიკასხვადასხვა

რიში სუნაკის ოჯახის კომპანია infosys-მა BP-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია

0

ორი თვით ადრე, სანამ რიში სუნაკი ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ასობით ახალ ლიცენზიას გასცემდა, მისი სიმამრის დაარსებულმა კომპანიამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელ უმსხვილეს ბრიტანულ კომპანია British Petroleum-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.

მაისში გაზეთი The Times of India იტყობინებოდა, რომ ინდურმა IT-კომპანია Infosys-მა, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, სუნაკის მეუღლე აკშატა მურტის 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულის წილი აქვს, ამ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიასთან გარიგება დადო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ნაწილობრივ მისი მეუღლის ოჯახს ეკუთვნის, სუნაკმა ადრე განაცხადა, რომ ეს საკითხი „ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი რიში სუნაკის ახალი კომპანიის საბჭოსაც შეუერთდა. 2022 წლის ივლისში Byline Times-ი იტყობინებოდა, რომ Infosys-ის კლიენტების ნუსხაში Shell-იც ფიგურირებდა.

რიში სუნაკს იმ განცხადების გამო აკრიტიკებენ, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად დაახლოებით 100 ახალი ლიცენზიის გაცემას უკავშირდება.

ამ გეგმებს აკრიტიკებენ გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიები და წამყვანი მწვანე კონსერვატორები იმ შიშის ფონზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათი გეგმები დიდი ბრიტანეთის მისიაზე, რომელიც სათბურის აირების ემისიის შემცირებას ეხება.

კონსერვატიული პარტიის წევრმა ქრის სკიდმორმა, რომელმაც ხელი მოაწერა net-zero-ს შესახებ კანონს, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ამომრჩეველთა ინტერესებსა და ისტორიას ეწინააღმდეგება.

ქვეყნებს, რომლებიც წიაღისეული საწვავის მოპოვებას ზრდიან, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „ნამდვილად საშიში რადიკალები“ უწოდა.

თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეს შეშფოთება უგულებელყო და განაცხადა: „100 პროცენტით  მჯერა, რომ რასაც ვაკეთებ სწორია“.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის საჭიროებაზე საუბრისას კი აღნიშნა: „თუ ისინი დაგვჭირდება, გაცილებით უკეთესია, რომ აქ, შინ გვქონდეს, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვეზიდებოდეთ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ“.

„ასე რომ, ეს მთლიანად შეესაბამება ჩვენს გეგმებს, რათა ნულოვან ემისიას მივაღწიოთ“, − დასძინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

https://www.thenational.scot/news/23697572.rishi-sunaks-family-firm-infosys-signed-1-5b-deal-bp/