პოლიტიკასხვადასხვა

Reuters – ამერიკული იურიდიული კომპანია მიხეილ სააკაშვილისთვის ლობისტურ საქმიანობას აფართოებს

0

(როიტერსი) – შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში დაცული დოკუმენტის თანახმად, ამერიკული იურიდიული კომპანია ‘აკერმანი’ (Akerman) აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაში ეხმარება.
3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შეტანილია ‘უცხოური აგენტურის რეგისტრაციის აქტში’ (Foreign Agents Registration Act (FARA), მაიამიში დაფუძნებული ამ იურიდიული კომპანიის ნიუიორკელი პარტნიორი მასიმო დიანჯელო სააკაშვილის საქმეზე ივლისიდან მუშაობს.
დიანჯელო დიპლომატიური კამპანიის ნაწილი, რათა სააკაშვილის ქართული ციხიდან გათავისუფლება უზრუნველყოს, მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქვეყნის სასამართლომ ამასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.
დიანჯელომ სამშაბათს ‘როიტერს’ განუცხადა, რომ იგი და სხვა პირები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ესაუბრებიან მთავრობის წარმომადგენლებს, რათა სააკაშვილის დაპატიმრებისთვის ქართველ მაღალჩინოსნებს პასუხისმგებლობა დააკისრონ. იქნება ეს ეკონომიკური ჯარიმები, სანქციები თუ უცხოური დახმარების შეჩერება.
„ვფიქრობ, თუ იგი (სააკაშვილი) ციხეში მოკვდება, ეს დასავლეთში საქართველოს პოლიტიკურ პოზიციებს ძირს გამოუთხრის“, – განაცხადა დიანჯელომ.
სააკაშვილს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას 2004 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა, როგორც “პროდასავლური რეფორმატორი”, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
სააკაშვილს პეტრო პოროშენკოს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობისას უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. იგი დაუსწრებლად გაასამართლეს. 2021 წელს საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი დააკავეს და ციხეში ჩასვეს.
მასიმო დიანჯელოს იურისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგი ციხეში ყოფნისას მოწამლეს. ისინი გეგმავენ, რომ სააკაშვილისთვის უარყოფითი გადაწყვეტილება, ორშაბათს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრონ.
საქართველოს ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ სააკაშვილი გადაჭარბებულად აფასებს თავისი მდგომარეობის სერიოზულობას და მას სათანადოდ მკურნალობენ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
‘აკერმანის’ გამჟღავნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომპანიის საქმიანობა, რომელიც სააკაშვილს უკავშირდება, მოიცავს უცხოელ დიპლომატებსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობას, რათა თავიანთი კლინეტისთვის მხარდაჭერა მოიპოვონ და „ციხიდან ჰუმანიტარული მიზეზით გაათავისუფლონ“.
დიანჯელომ ქართულ სასამართლოში შეტანილ იურიდიულ დოკუმენტზეც იმუშავა, რომელმაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა უარყო. საქმესთან დაკავშირებულ წერილში წარმოდგენილი იყო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებები.
დიანჯელოს თქმით, იგი გასულ წელს იმ კლინიკას ესტუმა, რომელშიც სააკაშვილი მკურნალობს, რათა შეერთებულ შტატებში ჩატარებული და ექსპერტების გაანალიზებული სამედიცინო ტესტების  სინჯები მიეღო.
‘აკერმანის’ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიანჯელო თავისი საქმიანობისთვის საათში 850 აშშ დოლარს მიიღებს. დიანჯელომ ამ თემაზე ‘როიტერსთან’ საუბარი არ ისურვა.

წყარო: https://is.gd/uUqDKL