Politico: თეთრ სახლში შიშობენ, რომ რესპუბლიკელების პოზიციის გამო უკრაინის დაფინანსება შეუმცირდება
თეთრ სახლში შიშობენ, რომ აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელების პოზიციის გამო უკრაინას ფინანსურ ნაკადს შეუმცირებენ. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი Politico იტყობინება.
„თეთრი სახლის წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევები, რომლებიც უკრაინაში ზამთრის დადგომასა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობით მოსვლას უკავშირდება, კიევს ფინანასების შეზღუდვას უქადის“, – ვკითხულობთ Politico-ს კორესპონდენტის, ჯონათან ლემირის, 18 დეკემბრის სტატიაში.
ლემირის აზრით, ამ საკითხთან მიმართებით თეთრი სახლისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რესპუბლიკელთა ულტრამემარჯვენე ფრთა წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია, რაც ამ იდეის პროპაგანდას ეწევა.
Politico-ს კორესპონდენტმა ისიც აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმისთვის დაფინანსების შემცირების გარდაუვალობას თავად თეთრი სახლიც აღიარებს.
„თეთრი სახლის თანაშემწეები თვეების განმავლობაში პირად საუბრებში აღიარებდნენ, რომ რაღაც ეტაპზე კონგრესი კონფლიქტის დაფინანსებას შეამცირდებდა, რადგან იგი სათაურებიდანაც ქრება. ამის მიუხედავად, ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ დახმარება მიიღოს“, – განმარტა ლემირმა.
16 დეკემბერს, პორტალ 19fortyfive-ის მიმომხილველმა, სტავროს ატლამაზოღლუმ, განაცხადა, რომ, სანამ ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, შეერთებული შტატები კიევს ყველა საჭირო რესურსით – ფულითა და იარაღით – დაეხმარება.
ლემირის თქმით, თუ უკრაინაში კონფლიქტი გაგრძელდება, ვაშინგტონის მიერ კიევისთვის თანხების გამოყოფა უსასრულოდ გაგრძელდება. მიმომხილველმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რესპუბლიკელებს, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს, უკრაინისკენ მიმდინარე ფინანსური ნაკადის შესტუტება შეუძლიათ.
7 დეკემბერს ბლოგერ-ამერიკანისტმა, მალეკ დუდაკოვმა, „იზვესტიას“ განუცხადა, რომ ამერიკული საზოგადოება უკრაინით უკვე დაიღალა და აშშ-ის მოქალაქეებს სურთ, რომ ვაშინგტონმა ყურადღება მათი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე გადაიტანოს.
5 დეკემბერს ამერიკულმა გაზეთმა The Hill-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეერთებულ შტატებში სწრაფად იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას უჭერენ მხარს. მსგავსი განწყობები კონგრესის ორივე პარტიაშიც შეიმჩნევა.
21 ნოემბერს, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. პენტაგონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დახმარებას – „საჭიროებიდან გამომდინარე“ – კვლავ გააგრძელებს.
წყარო: https://is.gd/7CTfbG