მას შემდეგ, რაც კონგრესში რესპუბლიკელების გამარჯვება ეჭვგარეშეა, გრძელდება დაძაბული ბრძოლა სენატში ძალაუფლების აღებისთვის.
სულ რამდენიმე წუთის წინ 49-ე მანდატი მოიპოვეს რესპუბლიკელებმა, ვისკონსინის შტატში რონ ჯონსონმა გაიმარჯვა.
ჯორჯიის შტატში გარდაუვალია მეორე ტური, რადგან ვერ ერთი კანდიდატი ვერ ახერხებს 50%-იანი ბარიერის გადალახვას.
მთელი ყურადრება მიმართულია ნევადისა და არიზონის შტატებზე. ამ უკანასკნელში ბიულეტენების 66% უკვე დათვლილია და დემოკრატი მარკ კელი 5%-იანი უპირატესობით სარგებლობს. არიზონის შტატში ასევე დაძაბული ბრძოლაა გუბერნატორი პოსტისთვის.
ნევადაში კი, რესპუბლიკელი კანდიდატი ლიდერობს.
სწორედ აღნიშნული შტატების საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული, კონგრესთან ერთად, შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი სენატშიც.