მიმდინარე შუალედურ არჩევნებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობით პალატას(კონგრესი) რესპუბლიკელები დამაჯერებლად იგებენ – 198/167. ასევე რესპუბლიკელი კანდიდატები იმარჯვებენ გუბერნატორების არჩევნებშიც. სენატში კი, ამ მომენტისთვის მანდატების თანაბარი განაწილებაა 48/48.
თბილისის დროით 12:00 საათისთვის, შტატების უმეტესობაში, ხმების 80%-ზე მეტი დათვლილია.
ჯერ კიდევ თანაბარი და დაძაბული ბრძოლაა ჯორჯიის შტატში სადაც ხმების 97.5% დათვლილია და რესპუბლიკელ კანდიდატი ჰერშელ ვოკერი 29.000 ხმით ჩამორჩება დემოკრატების კანდიდატს. სავარაუდოდ, ჯორჯიის შტატში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს 50%-იანი ბარიერის გადალახვას და მოსალოდნელია არჩევნების მეორე ტური.
ასევე, სენატში სამომავლო ძალთა ბალანსი დამოკიდებულია კიდევ ორი შტატის შედეგებზე, ესენია – არიზონა და ნევადა. აღნიშნულ შტატებში, ამ დროისთვის ხმების დაახლოებით 50% დათვლილია და ორივე ოლქში მცირე უპირატესობით დემოკრატები არიან.