შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულ სოციალურ ექსპერიმენტებს სასიცოცხლოდ უარყოფითი, ფატალური შედეგები მოაქვს
ამერიკის შეერთებული შტატების არმია მერიტოკრატიული უნდა იყოს – ბრძოლის ველზე არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა სამხედრო მომზადების, ლიდერობისა და უმცროს ჯარისკაცებს, მფრინავებსა და საზღვაო ქვეითებს შორის, ურთიერთ ნდობის არსებობას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში დემოკრატებით დაკომპლექტებულმა ადმინისტრაციამ – გამონაკლისი არც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაა – რასობრივი, გენდერული და სადავო პოლიტიკური თეორიები სამხედრო მომზადებისა და ღირებულებების განუყოფელ ნაწილად აქციეს. ეს ეხება როგორც პენტაგონს, ასევე ჩვენს სამხედრო აკადემიებს.
თუმცა კოლეჯის კამპუსებისგან, ელიტური დირექტორთა საბჭოებისა და ჰოლივუდის ფილმებისგან განსხვავებით, შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულ სოციალურ ექსპერიმენტებს სასიცოცხლოდ უარყოფითი, ფატალური შედეგები მოაქვს. აღარაფერს ვიტყვით საბრძოლო სულსა და რეკრუტირებაზე. ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენლად საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთისგან, რუსეთისა და სხვა გლობალური მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება.
Reagan National Defense Survey-ს ბოლო კვლევის თანახმად, 2018 წელს სამხედროებს ამერიკელთა 70% უცხადებდა „დიდ“ ნდობას, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი 45%-მდე შემცირდა. რესპუბლიკელებში ნდობა 87%-დან 53%-მდე დაეცა. 34%-ანი შემცირება შემაშფოთებელია.
რეკრუტირებასთან დაკავშირებით ეს რეალურ შედეგებს იძლევა, რადგან ახალგაზრდა კონსერვატორები ჯარში უფრო ხშირად მსახურობენ, ვიდრე მათი ლიბერალი კოლეგები. გასულ წელს არმიამ, საზღვაო ფლოტმა, საჰაერო ძალებმა და სანაპირო დაცვამ ახალი ძალებით დიდი შევსება ვერ მიიღეს. რეკრუტირების კრიზისი წელსაც გაგრძელდა. მოსალოდნელია, რომ არმია დაახლოებით 30,000 ჯარისკაცს ვერ მიიღებს. თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, რეკრუტირების წარუმატებლობა შეიძლება ნაწილობრივ „სოციალურ მღელვარებას“ უკავშირდებოდეს.
ჩვენს სამხედრო აკადემიებშიც მსგავსი ვითარებაა. შარშან ‘უესთ ფოინტში’ მსურველთა რაოდენობა 12%-ით შემცრიდა, სამხედრო საზღვაო აკადემიასა და სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიაში 20%-ით, ვირჯინიის სამხედრო ინსტიტუტში კი 25%-ით. თუმცა, ამავე პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კოლეჯში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა 20-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეიარაღებული ძალების პოლიტიზაციამ უარყოფითად იმოქმედა საბრძოლო სულზე.
მალევე, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, პენტაგონმა მემარჯვენე შიდა ექსტრემისტების ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად სამხედროების უპრეცედენტო „გათავისუფლების“ ბრძანება გასცა. შემდეგ პენტაგონმა სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებული ოფიცრები დაიქირავა, რომლებსაც 200,000 აშშ დოლარის ოდენობის ხელფასი დაუნიშნეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის დეპარტამენტი მკაცრად მოითხოვს ვაქცინაციის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს არ შეიძლება და ახალგაზრდა, ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანია. ამის გამო ათიათასობით სამხედრო მოსამსახურეს გაუუქმეს ბენეფიტები.
პენტაგონის აკვიატებულმა იდეებმა შეიძლება სამხედროების მომზადებასა და მზადყოფნას სერიოზული დარტყმა მიაყენოს. სამხედრო საზღვაო ძალებმა, რომელმაც წასაკითხი წიგნების სია გამოაქვეყნა, სადაც იბრამ ზოლანი ქენდიც შედიოდა, გამოსცა ანგარიში, რომელიც უმცირესობათა წარმომადგენლების მხარდასაჭერად, ოფიცრებისთვის ნაკლები გამოცდების ჩატარებას ემხრობა. არმიაში ქალი სამხედროების რაოდენობის გასაზრდელად ფიზიკური მომზადების სტანდარტების შემცირებასაც ცდილობდნენ. პენტაგონში მოკალათებული ბიუროკრატები ჯარის მომზადების სტანდარტებზე წინ პოლიტიკური მიზნების დაყენებით, ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.
ბოლო წლებში სამხედრო აკადემიებში „მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის“ ლოზუნგით რადიკალურ დოქტრინებსაც, მათ შორის რასის კრიტიკულ თეორიასაც ასწავლიან. საჰაერო ძალების აკადემიაში შეიქმნა სპეციალური „მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის სამკითხველო ოთახი“, რომელსაც ახალგაზრდა ამერიკელი მეომრებისთვის „უსაფრთხო სივრცე“ უწოდეს. ჯარისკაცებში თავიანთი საკამათო იდეალების გასავრცელებლად ნარჩევი კადეტების ორგანიზაციაც დააარსეს, რომლებსაც მათ მუნდირებზე მიმაგრებული მეწამული ნაწნავით ამოიცნობთ. ‘უესთ ფოინტში’ კადეტებს ახლა უკვე შეუძლიათ გაეცნონ „მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის კვლევებს“ იმ კადეტებთან ერთად, რომლებიც სერიოზულ საგნებს, დიდი სტრატეგიის თეორიას, საავიაციო ინჟინერიასა და ბირთვულ მეცნიერებას სწავლობენ.
ამ წლის დასაწყისში აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიამ კადეტები სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. სემინარისას კადეტებს მიუთითებდნენ, რომ არ გამოეყენებინათ სიტყვა „ტერორისტი“ და ბიოლოგიური სქესის აღმნიშვნელი სპეფიფიკური ფრაზები. როდესაც კადეტებს იმას ვასწავლით, რომ ტერორისტებს შეუარცხყოფა არ მიაყენონ, იმის ნაცვლად, რომ მათი განადგურება ვასწავლოთ, ჩვენ პრიორიტეტებს სერიოზულად უნდა გადავხედოთ. პოლიტკორექტულობას კადეტებისა და პოტენციური ახალწვეულების დიდი რაოდენობა უარყოფითად აღიქვამს, რაც ბრძოლის ველზე ჩვენს წარმატებას ხელს შეუშლის.
მომავალ წელს, როდესაც რესპუბლიკელები კონგრესს გააკონტროლებენ, ჩვენი ყურადღება კვლავ სამხედროებსა და მათ მთავარ მისიაზე უნდა შევაჩეროთ. თავდაცვის დეპარტამენტში დასაქმებული სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებული ოფიცრები უნდა დავითხოვოთ. უნდა გავაუქმოთ ყველა უსარგებლო ადმინისტრაციული მომზადება, განსაკუთრებით ე.წ. „ექსტრემისტური“ მომზადება.
ასევე უნდა შევზღუდოთ განათლების მასშტაბები სამხედრო სასწავლებლებსა და აკადემიებში – სხვა დანარჩენი შეიძლება სხვაგან ისწავლო და ასწავლო. და ბოლოს, ჩვენ უნდა დავიცვათ – არ უნდა გავანადგუროთ – ყველა სამხედრო აკადემიისთვის განკუთვნილი პრაქტიკული სწავლების სტანდარტები.
შეერთებული შტატების არმია წმინდა და საპატიო ინსტიტუტია, რომელიც ყოველ დღე გვიცავს საფრთხეებისგან, რომლებიც უცხოეთიდან გვემუქრება, სანაცვლოდ კი იგი საშიანო პოლიტიკისგან უნდა დავიცვათ.